ბლის უნაზესი ღვეზელი
როცა ბალი შემოდის, კულინარიული ექსპერიმენტებისთვის მეტი გასაქანი გვეძლევა. ამიტომაც ჩაინიშნეთ ეს საინტერესო რეცეპტი.
მომზადების დრო: 1 სთ 30 წთ
ულუფების რაოდენობა: 6-8
მომზადების სირთულე: მარტივი
საჭირო მასალა:
გულსართისთვის:
ცომისთვის:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
მომზადების დრო: 1 სთ 30 წთ
ულუფების რაოდენობა: 6-8
მომზადების სირთულე: მარტივი
საჭირო მასალა:
გულსართისთვის:
- მანის ბურღული 1 ს/კ
- შაქრის პუდრა
- კვერცხის გული 1 ცალი
- გამოკურკული ბალი 1,5 ჭიქა
- კვერცხი 3 ცალი
- არი 3 ს/კ
- ნაღები 33 %-იანი 50 მლ
- დაფქული დარიჩინი 0,5 ჩ/კ
- ხაჭო 250 გ
- ზეთი ფორმაზე წასასმელად
ცომისთვის:
- კვერცხი 1 ცალი
- რძე 3 ს/კ
- ხაჭო 100 გ
- შაქარი 2 ს/კ
- ზეთი 3 ს/კ
- გამაფხვიერებელი 2 ჩ/კ
- ქვილი 200 გ
მომზადების წესი:
- ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი და გაცერით. დაუმატეთ ცომისთვის განკუთვნილი დანარჩენი ინგრედიენტები და მოზილეთ.
- შემდეგ გააბრტყელეთ ცომი და ამოჭერით 30 სმ დიამეტრის წრე.
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი და მოათვსეთ მასში ცომი, ოდნავ ამოუწიეთ კიდეები.
- დაალაგეთ ცომზე ბალი. გულსართისთვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში და გაანაწილეთ მიღებული მასა ბლის ზედაპირზე.
- წაუსვით ღვეზელის ცომის კიდეებს კვერცხის გული და აცხვეთ 35-40 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
- მზა ღვეზელი გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!