უბრალოდ გაახვიეთ ვაშლი ლავაშში და უგემრიელესი დესერტი მზად არის!

უბრალოდ გაახვიეთ ვაშლი ლავაშში და უგემრიელესი დესერტი მზად არის!
ეს გახლავთ უმარტივესი დესერტი, რომელსაც უცებ მოამზადებთ საუზმედ და მთელ ოჯახს დაანაყრებთ და გაახარებთ!

საჭირო მასალა:

  • 3 თხელი ლავაში
  • 0,5 კგ ვაშლი
  • ½ ლიმონი
  • შაქარი გემოვნებით
  • მწიკვი დარიჩინი
  • 70 გ დარბილებული კარაქი


მომზადების წესი:

  1. ვაშლი გაფცქვენით, ამოაცალეთ გულები, დაჭერით პატარა კუბიკებად, მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი.
  2. ღრმა ტაფაში გაადნეთ ნახევარი ჩ/კ კარაქი, დაუმატეთ ვაშლი და ჩათუთქეთ.
  3. აუმატეთ დარიჩინი და შაქარი. გულსართი მზად არის.
  4. ლავაშის ფირფიტებს წაუსვით დარჩენილი კარაქის ნახევარი, დაჭერით კვადრატებად.
  5. მოათავსეთ თითოეულ ლავაშის ფირფიტაზე ვაშლის გულსართი და დაკეცეთ კონვერტივით.
  6. კონვერტები მოათავსეთ ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე, წაუსვით ზემოდან კარაქი და აცხვეთ 15 წუთი 200 გრა
  7. კონვერტების მომზადება ღუმელის გარეშე, ტაფაზეც შეგიძლიათ: ამ შემთხვევაში გულსართისთვის და წასასმელად დაახლოებით 50 გრამი კარაქი დაგჭირდებათ.


გემრიელად მიირთვით!