ხაჭოს მობრაწულა ვაშლით

ხაჭოს მობრაწულა ვაშლით
fpaparazzi უგემრიელესი დესერტის რეცეპტს გთავაზობთ - მთელ ოჯახს შეუყვარდება!

საჭირო მასალა:
  • ხაჭო 250 გ
  • ვაშლი 2 ცალი
  • შაქარი 4 ს/კ
  • კვერცხი 2 ცალი
  • ფქვილი 3 ს/კ
  • კარაქი 50 გ
  • არაჟანი 0,5 ჭიქა
  • დარიჩინი 1 ჩ/კ
  • მწიკვი მარილი


მომზადების წესი:
  1. გაფცქვენით ვაშლი და დაჭერით თხლად ან კუბიკებად.
  2. ტაფა გაახურეთ, გაადნეთ კარაქი და შეწვით მასში ვაშლი.
  3. მოაყარეთ 1 ს/კ შაქარი და დარიჩინი.
  4. ხაჭოში აურიეთ კვერცხი, 3 ს/კ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით. დაუმატეთ არაჟანი, მწიკვი მარილი და ფქვილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
  5. გადაიტანეთ შემწვარი ვაშლი გამოსაცხობ ფორმაში, ზემოდან გაანაწილთ ხაჭოს მასა და კვლავ ვაშლის მასა.
  6. აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!