როგორ გადავაქციოთ ჩვეულებრივი ხორცი დელიკატესად: ფრანგული მდოგვი საკუთარი ხელით!
მდოგვი - კულინარიაში ყველაზე ხშირად გამოიყენება. გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც უგემრიელეს, პიკანტური გემოს მქონე, მოტკბო-მომჟაო ფრანგულ მდოგვს მოამზადებთ. ძალიან უხდება ხორცეულს.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 200 გ მარცვლოვანი მდოგვი (მუქი და ღია)
- 100 მლ წყალი
- 100 მლ ხილის ძმარი
- 2 ს/კ შაქარი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გარეცხეთ მდოგვის მარცვლები და დაალბეთ მთელი ღამით წყლისა და ძმრის ნარევში.
- მეორე დღეს მდოგვიანი ჯამი დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ მასა ადუღებამდე. შემდეგ დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ კიდევ ერთი წუთი.
- გადადეთ ცელკე ჯამში 2-3 ს/კ მდოგვი, დანარჩენს კი დაუმატეთ შაქარი და მარილი. კარგად აურიეთ.
- გადანახული მდოგვი გაქენით, ან დააბლენდერეთ. შეურიეთ ძირითად მასას და აურიეთ.
- დააკორექტირეთ გემო, დაუმატეთ სურვილისამებს ცოტაოდენი შაქარი, ძმარი ან მარილი.
- გაანაწილეთ მშრალ, პატარა ქილებში და მოათავსეთ მაცივარში. 2 დღეში შეგიძლიათ გამოიყენოთ.
- ნაზი გემო, სასიამოვნო სიმჟავე... ასეთ მდოგვი ხორცის ნებისმიერ კერძს დახვეწილ, პიკანტურ გემოს მიანიჭებს, ასევე შესანიშნავია სალათების სოუსისთვის დასამატებლად!
გემრიელად მიირთვით!