ამ საკმაზის , მხოლოდ ერთი კოვზი- და შენი საფირმო კატლეტი მზადაა! ყველა მოგთხოვთ რეცეპტს

ამ საკმაზის , მხოლოდ ერთი კოვზი- და შენი საფირმო კატლეტი მზადაა! ყველა მოგთხოვთ რეცეპტს
დიასახლისები სარგებლობენ ერთი ეშმაკობით, იმისათვის რომ ხორცი მომზადებისას იყოს რბილი, მას დალბობის დროს უმატებენ მდოგვს, საკმარისია მარინადს დაუმატოთ ერთი კოვზი მდოგვის ფხვნილი და უნაზესი კერძი მზადაა! ეს ერთ-ერთი პოპულარული ტრიუკია ხორცის გასაგემრიელებლად.
მდოგვის დამატება კატლეტში ასევე ცვლის კატლეტის ჩვეულ გემოს უკეთესი მხრიდან, ის გამოდის ნაზი, , სასიამოვნო, ოდნავ მომწარო არომატით. , მაგრამ გახსოვდეთ , რომ მდოგვი სხვა ინგრედიენტებს აშრობს, ამიტომ საჭიროა კატლეტი ჯერ ოდნავ შებრაწოთ და შემდეგ მოამზადოთ თავდახურულ ჭურჭელში , დაუმატეთ ცოტა წყალი.
ინგრედიენტები:
  • საქონლის ფარში 500გრ
  • ღორის ფარში 500გრ
  • კარტოფილი 3 ც
  • ხახვი 3 ცალი
  • ფუნთუშა 150გრ
  • კვერცხი 1ც.
  • რძე 0,5 ჭიქა
  • მდოგვი 1 სადილის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • წყალი 3 სადილის კოვზი

მომზადების წესი:
  1. აურიეთ ორივე ფარში, დაუმატეთ დაფქვილი ან დაბლენდერებული ხახვი და გახეხილი კარტოფილი
  2. ფუნთუშა დაალბეთ რძეში, ცოტა ხანს გააჩერეთ, შემდეგ დაუმატეთ ფარშს რძესთან ერთად.
  3. დაუმატეთ კვრცხი, მდოგვი, მარილი და წიწაკა. ფარში კარგად აზილეთ.
  4. დაამზადეთ კატლეტები, დაალაგეთ გაცხელებულ ტაფაზე. შებრაწეთ ერთი მხრიდან, გადაატრიალეთ, შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს დაამატეთ წყალი დააფარეთ თავსახური. 20 წუთის შემდეგ გემრიელი კატლეტები მზადაა.

თქვენი ოჯახის წევრებს კითხეთ, აბა თუ გამოიცნობენ რა ინგრედიენტია დამატებული ამ უნაზეს კატლეტში , უბრალო გამოცანა არაა! გირჩევთ მოამზადოთ, არ ინანებთ!
გემრიელად მიირთვით!