იცავთ მკაცრ დიეტებს, თუმცა ვერ იკლებთ წონას? აი 11 მიზეზი ამისა.
წონის მატება და დიეტების დაბალი ეფექტურობა, როგორც წესი, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების შენელებითაა განპირობებული. სხეულის ლამაზი ფორმების მქონე ქალბატონების საუდუმლოს არა შიმშილი და ყოველდღიურად თავის ფიზიკურად დატვირთვა, არამედ სწრაფი მეტაბოლიზმი წარმოადგენს.
გთავაზობთ 11 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, რომელიც მეტაბოლიზმის შენელებას განაპირობებს. გაითვალისწინეთ, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარების გარეშე წონის დაკლება და ცხიმოვანი ფენების მოშორება პრაქტიკულად შეუძლებელია.
როგორ დავაჩქაროთ მეტაბოლიზმი?
თუ თქვენ ზემოთ მოცემულ 11 რეკომენდაციას გაითვალისწინებთ, ჭარბი კილოგრამები და ცხიმოვანი ფენები აღარასდროს შეგაწუხებთ. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!
გთავაზობთ 11 ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, რომელიც მეტაბოლიზმის შენელებას განაპირობებს. გაითვალისწინეთ, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების დაჩქარების გარეშე წონის დაკლება და ცხიმოვანი ფენების მოშორება პრაქტიკულად შეუძლებელია.
როგორ დავაჩქაროთ მეტაბოლიზმი?
- სტრესი
ჭარბი რაოდენობით სტრესი განაპირობებს ნივთიერებათა ცვლის პროცესების შენელებას. მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ ქალბატონის ორგანიზმი წვავს 100 კალორიით ნაკლებს სტრესულ სიტუაციაში, ვიდრე ჩვეულებისამებრ. - რკინის დეფიციტი
ორგანიზმში ამ უმნიშვნელოვანესი მინერალის დეფიციტის დროს ჩვენს კუნთებს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი. ყოველივე ამას მივყავართ ორგანიზმის საერთო ენერგიის შემცირებამდე და მეტაბოლიზმის შენელებამდე. აუცილებლად გაამდიდრეთ კვების რაციონი რკინის შემცველი პროდუქტებით. ესენია: წიწიბურა, ლობიო, ვაშლი და ა.შ. - ნიტრატებით გაჯერებული ხილისა და ბოსტნეულის მიღება
ნაყოფი, რომელსაც წესით და რიგით სასარგებლო გავლენა უნდა ჰქონდეს ჩვენს ორგანიზმზე, შეიძლება მავნებელი აღმოჩნდეს. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ხილისა და ბოსტნეულის ხარისხს, რომელსაც მიირთმევთ. ქიმიკატები, რომელთა გამოყენებით ამ პროდუქტებს ამუშავებენ, განაპირობებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევას. - იოდის დეფიციტი
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება პირდაპირკავშირშია მეტაბოლიზმის სიჩქარესთან. ამ ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევის დროს ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესები ჩვენს ორგანიზმში. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ეს უსაიმოვნო მოვლენა, გაამდიდრეთ კვების რაციონი იოდიზირებული მარილით, ზღვის პროდუქტებითა და კვერცხით. - ზედმეტად მაღალი ტემპერატურა სახლში
გამოცდილი ექიმები საკუთარ პაციენტებს ძილის წინ ოთახის განიავებას ურჩევენ. საქმე მხოლოდ ბაქტერიების განადგურებაში როდია. სიცივე ააქტიურებს კანქვეშა ცხიმოვან ბოჭკოებს, რომლებიც პასუხისმგებელია კალორიების წვაზე. - არასწორი წახემსება
ნახშირწყლებით გაჯერებული პროდუქტებით წახემსება ვნებს ჩვენს ფიგურას. ჩაანაცვლეთ ორცხობილები, ფუნთუშები და ტკბილი პროდუქტები თხილეულით. თხილეული შეიცავს პოლიგაუჯერებელ მჟავებს, რომლებიც ცხიმის წვაზე პასუხისმგებელი ჰორმონების აქტივობას ამაღლებს. - გვიან გაღვიძება
დილის მზე განაწყობს ჩვენს ორგანიზმს გამართული ფუნქციონირებისთვის. თუ გსურთ დაიჩქაროთ მეტაბოლიზმი და დაიკლოთ წონა, გადაეჩვიეთ შუადღეს გაღვიძებას. - ფიზიკური აქტივობის დეფიციტი
საკუთარი თავის ფიზიკურად დატვირთვიდან მომდევნო 48 საათის განმავლობაში ჩვენი მეტაბოლიზმი საკუთარი სიჩქარის პიკს აღწევს. გახსოვდეთ, რაც უფრო დიდია კუნთოვანი მასა, მით უფრო მცირეა უსიამოვნო ცხიმოვანი ფენები. - კვების რაციონში რძის ნაწარმის დეფიციტი
რძის პროდუქტები შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებსა და მჟავებს, რომლებიც პასუხისმგებელია ცხიმის დაწვაზე და კუნთოვანი მასის ფორმირებაზე. რძე მდიდარია კალციუმით, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მეტაბოლიზმის სიჩქარისთვის. - არასაკმარისი რაოდენობით წყლის მიღება
თუ გსურთ დაიჩქაროთ მეტაბოლიზმი და დაიკლოთ წონა, დღის განმავლობაში მიირთვით მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი. გარდა ამისა, კალორიების დასაწვავად არაჩვეულებრივია მწვანე ჩაი. თუ თქვენ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების პარალელურად დეტოქს-სასმელებსაც მიიღებთ, ხანმოკლე დროში მიღწეული შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. - არარეგულარული კვება
როდესაც ადამიანი გრაფიკის მიხედვით არ იკვებება, ჩვენი ორგანიზმი ვალდებულია მოიმარაგოს ენერგია, რადგან მან არ იცის, თუ როდის მიიღებს საკვების შემდეგ ულუფას. თუ გსურთ მუდმივად იყოთ ფორმაში, დღის განმავლობაში ჭამეთ მინიმუმ 3-ჯერ ან 4-ჯერ.
თუ თქვენ ზემოთ მოცემულ 11 რეკომენდაციას გაითვალისწინებთ, ჭარბი კილოგრამები და ცხიმოვანი ფენები აღარასდროს შეგაწუხებთ. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს!