ქათმის სუპ - პიურე ფრანგულად

ქათმის სუპ - პიურე ფრანგულად
fpaparazzi ფრანგული სამზარეულოს მოყვარულებს ძალიან გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • 2 კვერცხის მოხარშული გული
  • თეთრი პური ქერქის გარეშე- 40გ
  • ქათმის ბულიონი- 750მლ
  • თეთრი სოკო- 100გ
  • ოხრახუში-1 კონა
  • კარაქი- 30გ
  • ქათმის ფილე- 2 შეკვრა
  • ნაღები- 130 მლ
  • მუსკატის კაკალი- მწიკვი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი:

1. პური ჩაალბეთ ნახევარ ბულიონში და მიიყვანეთ ადუღებამდე
2. სოკო და ოხრახუში წვრილად დაჭერით
3. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი და დაბრაწეთ ფილეს ნაჭრები. დაუმატეთ სოკო და ცოტა ქათმის ბულიონი. ხარშეთ დაახლოებით 10 წუთი
4. შემდეგ კი ხორცი, სოკო, პური, ბულიონი, ოხრახუში და კვერცხის გული დააბლენდერეთ, ჩაასხით ქვაბში და დაუმატეთ დარჩენილი ბულიონი და კარაქი.
5. დაუმატეთ მარილი, წიწაკა და მუსკატის კაკალი.
6. გააფორმეთ მწვანილით და კვერცხის ცილით.

გემრიელად მიირთვით.