როგორ მოვამზადოთ ჩებურეკი ზედმეტი ცხიმის გარეშე

როგორ მოვამზადოთ ჩებურეკი ზედმეტი ცხიმის გარეშე
მადისაღმძვრელი და ძალიან გემრიელი ჩებურეკის მომზადება სულაც არ არის ისეთი რთული პროცესი, როგორც წარმოგიდგენიათ.

საჭირო მასალა:

  • ფქვილი 2 ჭიქა
  • წყალი 40მლ
  • არაყი 1ჩ/კ
  • აქონლის ფარში 200 გ
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • კვერცხი 1ცალი
  • მცენარეული ზეთი 1ჩ/კ
  • მარილი გემოვნებით
  • ხახვი 400 გ


მომზადების წესი:
1. 4 ს. კ ფქვილი ჩაყარეთ ჯამში. წყალში გახსენით მარილი და ზეთი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ კი ცხელივე დაუმატეთ ფქვილს და გამუდმებით ურიეთ.
2. ფარშს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დაუმატეთ მარილი და წიწაკა.
3. გაციებულ ცომს დაუმატეთ კვერცხი და წყალი და კარგად აურიეთ.
4. დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. შეკარით გუნდად, მოათავსეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 20-30 წუთით.
5. შემდეგ გამოიღეთ. გააბრყელეთ და მის შუაგულში მოათავსეთ შიგთავსი.
6. გადაკეცეთ შუაში და შეკარით კიდეები.
7. ჩებურეკები დააწყვეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!