შინ მომზადებული, ძალიან გემრიელი ჩებურეკი

შინ მომზადებული, ძალიან გემრიელი ჩებურეკი
FPAPARAZZI-ის რეკომენდაციაა, ერთხელ მაინც მოამზადოთ ამ რეცეპტით უგემრიელესი ჩებურეკი

საჭირო მასალა:
  • ძროხის რძე- 2 ჭიქა
  • ფქვილი- რამდენსაც შეიზელს
  • ფარში 0,5კგ
  • ხახვი 1 თავი
  • კამა- 2 კონა
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:
ფქვილს დაუმატეთ ცხელი რძე და მოზილეთ ცომი.
მოამზადეთ შიგთავსი: ხორცსაკეპში გაატარეთ ხორცი და ხახვი, დაუმატეთ მწვანილი და იმდენი რძე რომ კატლეტის ფარშის კონსისტენიის გულსართი მიიღოთ.
ცომი გააბრტყელეთ რგოლებად. ნახევარ მათგანში მოათავსეთ ფარში, მეორე ნახევარი კი თავზე გადმოაფარეთ და შეკარით.
ჩებურეკები შეწვით დაბალ ცეცხლზე ორივე მხრიდან.

გემრიელად მიირთვით.