შოკოლადის უგემრიელესი ნამცხვარი ფქვილის გარეშე, რომელიც პირში დნება
თუკი მუდმივად აკონტროლებთ წონას და ფქვილის ამოღებას ცდილობთ რაციონიდან, ეს დესერტი თქვენთვისაა. ცნობილი ფაქტია, რომ ფქვილის გარეშე ნამცხვრები საკმაოდ ფუმფულა და ჰაეროვანი გამოდის.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. შოკოლადი დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, დაუმატეთ კონიაკი და აცადეთ მიღებულ მასას გაციება.
2. კვერცხი ათქვიფეთ, დადგით ორთქლის აბაზანაზე, გამუდმებით ურიეთ და ნელ ნელა დაუმატეთ შაქარი. კარგად ათქვიფეთ რომ ამოვიდეს
3. ცალკე ჯამში ათქვიფეთ ნაღები და დაუმატეთ შოკოლადის მასას, შემდეგ დაასხით კვერცხიანი მასა და კარგად აურიეთ
4. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და ცომი ჩაასხით
5. შედგით 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით
საჭირო მასალა:
- შავი შოკოლადი 100 გ
- კონიაკი 1 ს/კ
- შაქარი 0,25ჭიქა
- ყავა 1ს/კ
- კვერცხი 3ცალი
- ნაღები 100მლ