სუპერშოკოლადის ტრიუფელი-ნამცხვარი ფქვილის გარეშე
fpaparazzi გირჩევთ, აუცილებლად სცადოთ და თუნდაც ერთხელ გაიგოთ ამ დესერტის გემო.
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- შავი შოკოლადი (60-70 %) 460 გ
- კარაქი 225 გ
- კვერცხი 9 ცალი
- შაქარი 100 გ
- ლიმონმჟავა 1/4 ჩ/კ
- კაკაო
მომზადება:
- გაადნეთ დაბალ ცეცხლე ან წყლის აბაზანაზე კარაქი შოკოლადთან ერთად, თან ურიეთ.
- გააცალკევეთ კვერცხის ცილა გულებისგან. გული ათქვიფეთ შაქართან ერთად 5 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ შოკოლადის მასას.
- ცილა ათქვიფეთ ცალკე ლიმონის მჟავასთან ერთად.
- ცილა ათქვიფეთ ცალკე ლიმონის მჟავასთან ერთად.
- ფრთხილად ჩაამატეთ ათქვეფილი ცილა შოკოლადის მასას, თან ურიეთ ხის კოვზით, მიქსერით არა!
- გამოსაცხობი ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა, თუ ფორმას კიდეები ეხსნება, არ არის საჭირო ფოლგა, უბრალოდ წაუსვით ფსკერსა და კედლებს კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ჩაასხით ცომი ფორმაში, მოასწორეთ ზედაპირი.
- აცხვეთ 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35, მაქსიმუმ 40 წუთ. თუკი დიდხანს გააჩერებთ, გამოვა ჩვეულებრივი მშრალი ბისკვიტი. როცა დანიშნული დრო გაივლის, გამოიაღეთ ბისკვიტი, გააგრილეთ ფორმაშივე და შემდეგ შედგით მთელი ღამით მაცივარში.
- როცა დანიშნული დრო გაივლის, გამოიაღეთ ბისკვიტი, გააგრილეთ ფორმაშივე და შემდეგ შედგით მთელი ღამით მაცივარში.
- დაჭერით ტორტი თხელ ნაჭრებად, ამისათვის კარგი იქნება, თუკი დანას გააცხელებთ.
- სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ კაკაო.
გემრიელად მიირთვით!