კარტოფილის „ვატრუშკები“ ქათმის ხორცით
fpaparazzi გთავაზობთ ორიგინალურi და ძალიან გემრიელi კერძის რეცეპტს ვახშმისთვის!
საჭირო მასალა:
კარტოფილის „ვატრუშკებისთვის“:
გულსართისთვის:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
კარტოფილის „ვატრუშკებისთვის“:
- 0,5 კგ კარტოფილი
- 1 კვერცხი
- 0,5 ჩ.კ. მარილი
- 2 ს.კ. ფქვილი
- მწვანილი
- ყველი
გულსართისთვის:
- 250 გ ქათმის ხორცის ფარში
- 2 თავი ხახვი
- სასურველი სანელებლები
- 1 ს.კ. მაიონეზი
- 1 კბილი ნიორი
მომზადება:
- ქათმის ხორცის ფარში მოხრაკეთ ხახვთან, სანელებლებთან, დაჭყლეტილ ნიორთან და მაიონეზთან ერთად.
- მოხარშეთ კარტოფილი მარილწყალში.
- ადაუღვარეთ წყალი, ჩაჭყლიტეთ, დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, მწვანილი და კარგად აურიეთ.
- კარტოფილის ცომი გააცივეთ, გაყავით რამდენიმე ნაწილად.
- თითოეული ნაწილისგან გააკეთეთ ლავაში.
- ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით ცხიმი და დაალაფეთ კარტოფილის ლავაშები.
- თითოეულ ლავაშს წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, ზემოდან დაადეთ ქათმის ფარშის გულსართი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
- შედგით 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.
გემრიელად მიირთვით!