ამ ნიღბების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ დააჩქაროთ თმის ზრდის პროცესი!

ამ ნიღბების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ დააჩქაროთ თმის ზრდის პროცესი!
თურმე თმის ზრდის პროცესი შეგვიძლია დავაჩქაროთ, მთავარია მონდომება. ამისათვის, კვირაში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში, დაბანამდე, თავის კანში შეიზილეთ სპეციალურად მომზადებული მასა.

  • ავიღოთ ერთი ჩაის კოვზი მაიონეზი, ერთი ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე ალოეს ახლგამოწურული წვენი. დავჭყლიტოთ ერთი კბილი ნიორი, ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ. მიღებული მასა თანაბრად წაისვით თავის კანზე და თავი შეიხვიეთ. ორი - სამი საათის შემდეგ შეგიძლიათ დაიბანოთ.

  • ავიღოთ 1 ს/კ კონიაკი, 4 ს/კ ხახვის წვენი და ექვსი წილი ჭარხლის ნახარში ( ან მის მაგივრად ამდენივე სუფთა ნავთი ).

  • ეფექტურია შემდეგი ნიღაბიც: გავთქვიფოთ 1 კვერცხის გული, დაუმატოთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 10 წვეთი " A" ვიტამინის ზეთოვანი ხსნარი და სულ ცოტა სპირტი, ან არაყი. მიღებული მასა შევიზილოთ თმის ძირებში და თავი ძალიან თბილად შევიხვიოთ. ერთი საათის შემდეგ დავიბანოთ.

  • კიდევ ერთი რჩევა: თმის სწრაფად ზრდის სტიმულირებისთვის აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ხმელი ჭინჭარი. ვადუღოთ 10 წუთი, ნახევარი ლიტრა წყალში. გავაციოთ და გადავწუროთ. ერთი თვის განმავლობაში, ყოველ საღამოს ამ ხსნარით დაისველეთ თმები.

  • გვერწმუნეთ თქვენი შრომა ნაყოფს გამოიღებს. და ამ შრომის ყველაზე ძვირფასი საზღაური სილამაზე იქნება.


სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...