რეცეპტები მათთვის, ვისაც ცხიმიანი თმა აქვს
თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, თავი დაიბანეთ, სამ - ოთხ დღეში ერთხელ. იხმარეთ ცხიმებით მდიდარი საპონი ( მაგ: საბავშვო ან სპერმაცევტული ), ან სპეციალურად ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი. თმები აიქაფეთ მხოლოდ ერთხელ. არ არის საჭირო თავის კანის ინტენსიურად დაზელვა. საპონის მაგივრად თმის დასაბანად იხმარეთ ე.წ. "თავის საბანი მიწა". ამ ხერხით მშვენიერი ქართველი ქალები, ძველთაგანვე სარგებლობენ.
ძალიან კარგი იქნება თუ თავის კანში შეიზელთ, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნაერთებიდან:
ცხიმიანი თმის მოვლის საუკეთესო საშუალებებს წარმოადგენენ სხვადასხვა ბალახის ნახარშები.
ძალიან კარგი იქნება თუ თავის კანში შეიზელთ, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნაერთებიდან:
- ავიღოთ 1 ს/კ წვრილად დანაყილი მინდვრის შვიტა და 1 ს/კ გვირილა. დავასხათ 2 ჩ/ჭ ადუღებული წყალი. ვადუღოთ სამი წუთის განმავლობაში, გავაციოთ და გადავწუროთ. ეს ნაყენი დღეგამოშვებით შეიზილეთ თავის კანში, დაძინებამდე ერთი - ორი საათით ადრე.
- ავიღოთ 100 გრ ჭინჭრის ფოთოლი და 100 გრ ჭინჭრის ფესვი, დავნაყოთ. დავასხათ ერთი ლიტრა ძმარი და ვადუღოთ ნახევარი საათის განმავლობაში. როცა გაცივდება, გადავწუროთ. მიღებული ნაყენი თავის კანში შევიზილოთ ყოველ დილით.
- ავიღოთ 25 გრ ხახვის ფუჩეჩი და დავასხათ ასი მილილიტრი 60 %-იანი სპირტი. დავამატოთ ერთი ჩაის კოვზი ხმელი მიხაკი და დავდგათ ბნელ ადგილას. თოთხმეტი დღის შემდეგ, ნაყენი მზად არის. თუ ამ ნაყენს ყოველდღიურად შეიზელთ თავის კანში, თვის შემდეგ ქერტლი გაგიქრებათ.
- ავიღოთ 20 გრ ოხრახუშის ფოთოლი, დავასხათ 250 მლ 50 %-იანი სპირტი. მოვათავსოთ ბნელ ადგილას. თოთხმეტი დღის შემდეგ, დაუმატოთ ორი კბილი ნიორის წვენი. მიღებული ნაყენი თავის კანში შევიზილოთ კვირაში ორ - სამჯერ. თმა გაიშრეთ მხოლოდ და მხოლოდ ჰაერზე, ბუნებრივად. ნოტიო თმით დასაძინებლად ნუ დაწვებით, თმები დაისრისება და არასასიამოვნო შესახედავი იქნება დილით.
ცხიმიანი თმის მოვლის საუკეთესო საშუალებებს წარმოადგენენ სხვადასხვა ბალახის ნახარშები.
- ავიღოთ 2 ს/კ ბენქონდარა, დავასხათ 200 გრ ცხელი წყალი და ერთი საათის შემდეგ გადავწუროთ. მიღებული სითხე შევიზილოთ თავის კანში, დაბანამდე ერთი საათით ადრე. ერთი საათის შემდეგ თავს ჩვეულებრივად ვიბანთ.
- ღია ფერის თმაზე დაბანის შემდეგ გადაივლეთ გვირილას ნაყენი. მუქი ფერის თმაზე კარგია, ჩაის სუსტი ნაყენის გადავლება. ძალიან ეფექტურია გულყვითელას ნაყენი. ავიღოთ 2 ს/კ ბალახი, დავსხათ 2 ჩ/ჭ ადუღბული წყალი: ორი საათის შემდეგ გადავწუროთ. მიღებული ნაყენი გადავივლოთ ახალდაბანილ თმაზე, გავიჩეროთ 15 - 20 წუთი და ჩამოვიბანოთ თბილი წყლით. ეს პროცედურა უნდა ჩავიტაროთ კვირაში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში.