სახლში მომზადებული ნაყინი კონსერვანტების გარეშე- შეიტყვეთ, როგორ უნდა მოამზადოთ უგემრიელესი დესერტი მხოლოდ 10 წუთში

სახლში მომზადებული ნაყინი კონსერვანტების გარეშე- შეიტყვეთ, როგორ უნდა მოამზადოთ უგემრიელესი დესერტი მხოლოდ 10 წუთში
ნაყინის არსებობის ისტორია 5000-ზე მეტ წელს ითვლის. ეს დესერტი პირველად გაყინული ხილის წვენის სახით გამოჩნდა. ნაპოლეონ ბონაპარტეს დროს კი ნაღების ნაყინი გახდა პოპულარული. პლომბირის ნაყინის მომზადება სახლის პირობებშიც ძალიან ადვილია.

საჭირო მასალა:

  • ნაღები 500 მლ
  • ვანილი 0.5 ჩ/კ
  • შაქრის პუდრა 100 გ


მომზადების წესი:
1. ნაყინისთვის შეარჩიეთ რაც შეიძლება ცხიმიანი ნაღები და კარგად გააცივეთ მაცივარში
2. გაციებული ნაღები აურიეთ შაქრის პუდრასა და ვანილთან. თქვიფეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში, სანამ ფუმფულა ფენად არ გადაიქცევა.
3. მიღებული მასა ერთი ღამით შედგით მაცივარში. დილისთვის კი დესერტი უკვე მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით.