სემიფრედო თეთრი შოკოლადოთა და ალუბლით

სემიფრედო თეთრი შოკოლადოთა და ალუბლით
FPAPARAZZI-ი გირჩევთ ეს რომანტიკული დესერტი პატარა ფორმებში მოამზადოთ- ასე უკეთ შეძლებთ სტუმრების გაოცებას. თუმცა შეგიძლიათ ამ დესერტისთვის ერთი მთლიანი ფორმაც გამოიყენოთ.
საჭირო მასალა:
  • 3 კვერცხი
  • 100 გ შაქრის პუდრა
  • 300 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 200 გ თეთრი შოკოლადი
  • 300 გ უკურკო ალუბალი
  • 1 შეკვრა ვანილი

მომზადება:
კვერცხი და შაქრის პუდრა თქვიფეთ გათეთრებამდე.
შოკოლადი ნაღებთან ერთად ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ, აცადეთ გაციება და შეურიეთ კვერცხისა და შაქრის ნაზავი და დაუმატეთ ვანილი.
მიღებული მასა მოათავსეთ ფორმაში, შეგიძიათ სილიკონის ფორმაც გამოიყენოთ. დაუმატეთ ალუბლები, დააფარეთ თავზე და შედგით საყინულეში 3-4 სათით.
სუფრაზე მიტანამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან. მორთეთ სურვილისამებრ. დაჭერით გაცხელებული დანით.
გემრიელად მიირთვით