მარტივი რეცეპტი: როგორ მოვამზადოთ სახლში შოკოლადის პლომბირი

მარტივი რეცეპტი: როგორ მოვამზადოთ სახლში შოკოლადის პლომბირი
ნაყინი ძალიან ბევრი ადამიანის საყვარელი ტკბილეულია, ის განსაკუთრებით სასიამოვნო წლის ცხელ პერიოდშია. ჩვენი რეცეპტის საშუალებით თქვენ შეძლებთ მოამზადოთ შოკოლადის პლომბირი სახლის პირობებში და გააფორმოთ ის თქვენთვის სასურველი დანამატებით.
ინგრედიენტები:
  • რძე - 1 ჭიქა
  • შაქარი - 400 გრამი
  • შოკოლადი - 100 გრამი
  • კვერცხის გული - 6 ცალი
  • ნაღები(ცხიმიანი) - 3 ჭიქა


მომზადების წესი:
  1. რძე, შაქარი და კვერცხის გული მოათავსეთ წყლის აბაზანაზე. მასშივე ჩაამტვრიეთ შოკოლადიც.
  2. გაალღვეთ ეს ნაზავი და ურიეთ, მანამ სანამ ეს მასა არ გასქელდება.
  3. მიღებული ნაზავი გააცივეთ და ჩაასხით მასში კარგად ათქვეფილი ნაღები, კარგად აურიეთ, განალაგეთ ფორმებში და მოათავსეთ მაცივარში.
  4. ასეთი ნაყინის გაფორმება შეგიძლიათ ახალი კენკრით, ხილით, ციტრუსებით, ტკბილეულით და ა.შ.