როგორ უნდა მოიხსნათ ფეხებიდან სიმძიმის შეგრძნება.

როგორ უნდა მოიხსნათ ფეხებიდან სიმძიმის შეგრძნება.
თუ ტერფები იწყებენ ტკივილს, წვას, ამის ლიკვიდირება იოლია. აუცილებლად ყოველ საღამოს გაიკეთეთ აბაზანები ფეხებისათვის.

დაიწყეთ ასე.
აიღეთ ორი ჯამი, დასაწყისში ფეხები ჩადეთ ცხელ წყალში, შემდეგ თბილში. რამდენიმე დღის განმავლობაში თბილი წყალი თანდათანობით შეცვალეთ ცივით. ერთი სეანსის დროს ცვალეთ ცხელი და ცივი წყალი რამდენჯერმე. შემდეგ ფეხები კარგად გაიწმინდეთ უხეში სელის პირსახოცით. თუ ზაფხულია, იარეთ ფეხშიშველმა ხის იატაკზე ან ბალახზე. ზამთარში კი მაშინვე ჩაიცვით შალის წინდები.

ცხელ წყალს აუცილებლად დაამატეთ თივის ნაფშვენის, წიწაკის, აბზინდის, მუხის ქერქის, პიტნის, გვირილის, ქრისტესისხლას გამონახარში. შეიძლება შემოიფარგლოთ მარილით ერთი - ორი კვირის შემდეგ თქვენ დაივიწყებთ, რომ ფეხი , ტერფები გტკიოდათ და გეწვოდათ, ფეხები გახდება მსუბუქი, თქვენ სიამოვნებით დაიწყებთ ბევრ სიარულს. აბაზანები შეიძლება გააერთიანოთ ვარჯიშებთან ფეხებისათვის.
გააკეთეთ ტერფებით წრიული მოძრაობები, მოხარეთ და გაშალეთ ტერფები, თითები, დადექით თითებზე, ქუსლებზე.
სტატიის წყარო:ასი დაავადება ასი რეცეპტი, თვითმკურნალობა