ფეხის ოფლიანობის სამკურნალო ხალხური საშუალება. 10 დღეში საუკეთესო შედეგს მიიღბთ!
ზაფხულის დადგომა ჩემთვის სატანჯველად იყო ქცეული, რადგან ძალიან მიოფლიანდებოდა ფეხები და ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდი. ამ საშინელებას თავი დავაღწიე მუხის ქერქის მეშვეობით.
მკურნალობისთვის დაგჭირდებათ:
მკურნალობის წესი:
დილით ტერფებზე შეიფრქიეთ ბორის მჟავა, ფხვნილი წაისვით მსუბუქი მოძრაობით ( შეზელა არ შეიძლება ) ისე რომ თანაბრად გადაანაწილოთ ტერფის ზედა მხარეს და თითებს შორისაც. შემდეგ ჩაიცვით წინდები და ასე იარეთ მთელი დღე. საღამოს ფხვნილი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. დაძინების წინ, ფეხებზე დაიყარეთ წმინდად დაფქული მუხის ქერქი, ჩაიცვით სუფთა წინდები და ამ მდგომარეობაში დაიძინეთ. დილით ფეხები დაიბანეთ ცივი წყლით. ასე გააკეთეთ 10 დღე და საუკეთესო შედეგს მიიღებთ. ვიცი რომ ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აწუხებს. მათ ვურჩევ, მისდიონ ჩემს რჩევას და აუცილებლად დააღწევენ თავს ამ უსიამოვნო სიმპტომს.
ექიმის კომენტარი:
მუხის ქერქი საკმაოდ მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომელიც მრავალფეროვან ფარმაკოლოგიურ თვისებებს ანიჭებს. მის პრეპარატებს აქვს ანთების და ლპობის საწინააღმდეგო მოქმედება - შლის პათოგენურ მიკროორგანიზმებს, აფერხებს მათ განვითარებას.
მუხის ქერქის ნაყენი გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების, ტერფების ოფლიანობის, კუჭ - ნაწლავის ტრაქტში სისხლდენების, ჭარბი მენსტრუაციის, მოწამვლების, ღვიძლისა და ელენთის დაავადებების დროს. ბორის მჟავა კი ანტისეპტიკურ საშუალებებს მიეკუთვნება. იგი ანადგურებს მიკრობებს. არ აქვს გამაღიზიანებელი მოქმედება, თუმცა ხანგრძლივად დიდი რაოდენობით მისმა გამოყენებამ შესაძლოა მოწამვლა გამოიწვიოს, რაც გულისრევით, პირღებინებით, გამონაყარით, თავის ტკივილით, წნევისა და ტემპერატურის დაქვეითებით ვლინდება.
მკურნალობისთვის დაგჭირდებათ:
- 2 შეკვრა მუხის ქერქი ( იყიდება აფთიაქში )
- 10 პაკეტი ბორის მჟავა