მარტივად მოიშორეთ ფეხებიდან უსიამოვნო სუნი და ოფლიანობა!
ეს არასასიამოვნო მოვლე უფრო ხშირად მამაკაცებში გვხვდება და განპირობებულია ფეხების საოფლე ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობით. ამ მოვლენას აუცილებლად უნდა ებრძოლოთ - არა იმიტომ, რომ ეს ხელს უშლის ადამიანებთან ურთიერთობას, არამედ იმიტომაც, რომ ფეხების ოფლიანობა უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმის დამცავ ძალებზე: ადამიანი უფრო ცუდად უძლებს ორპირ ქარს და თუ დროულად არ უმკურნალებთ, შეიძლება განვითარდეს ქრონიკული პნევმონია, ბრონქული ასთმა და სხვა.
გამოიყენეთ ეს სამკურნალო საშუალებები:
გამოიყენეთ ეს სამკურნალო საშუალებები:
- 15 - 20 წუთის განმავლობაში მიიღეთ შვრიის ჩალის მაგარი ნახარშის აბაზანები, შეგიძლიათ დაუმატოთ მუხის ქერქის ნახარშიც.
- 3 - 4 დღის (თუ საჭიროა, მეტი ხნის ) განმავლობაში კარგად დაიბანეთ ფეხები ცხელ წყლით, ღრუბლით და სარეცხი საპნით. ღრუბლით კარგად დაიზილეთ თითებს შორის ადგილები და მთლიანად ტერფი. კანი გაიხეხეთ პემზით, ფეხები კარგად გაიმშრალეთ და ძმარში დასველებული ხელით დაიზილეთ ტერფები და თითებს შორის ადგილები. ამგვარი პროცედურის შემდეგ უნდა ჩაიცვათ ახალი, ბამბის წინდები, ახალი, ან კარგად დეზინფიცირებული ძველი ფეხსაცმელი.
- ბორის მჟავის კრისტალები დააქუცმაცეთ ფხვნილის სახით და ყოველ დილით კარგად მიიყარეთ ფეხებზე, განსაკუთრებით თითებს შორის და ფეხისგულებზე. ყოველ საღამოს ფხვნილი ფეხებიდან ჩამოიბანეთ წყლით, რომლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 35 - 40. მკურნალობის პირველი კვირის განმავლობაში, ყოველ დილით უნდა ჩაიცვათ სუფთა, ბამბის წინდები. ჩვეულებრივ უსიამოვნო სუნი ქრება ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ.
- ფეხების ოფლიანობის და უსიამოვნო სუნის დროს აიღეთ მუხის ქერქის ფხვნილი და ყოველდღე კარგად მოაყარეთ წინდებს შიგნითა მხრიდან. პროცედურები განაგრძეთ ოფლიანობის შემცირებამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ფეხების ოფლიანობის მთლიანად შეწყვეტა რეკომენდებული არ არის, რადგან საჭიროა ორგანიზმისთვის. გარდა ამისა, თუ ფეხების ოფლიანობა ძალიან სწრაფად შემცირდება, ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ძლიერი თავის ტკივილები.