როგორ გავხადოთ ქათმის ფილე ნაზი და ჰაეროვანი? საუკეთესო რჩევები დიასახლისებს
ხშირია შემთხვევა, როდესაც სადილის კეთებისას, ქათმის ფილე ზედმეტად გამომშრალი გამოდის. გთავაზობთ ქათმის ფილეთი მომზადებული კერძის რეცეპტს, რომელსაც თუკი ინსტრუქციას მიჰყვებით, დაუვიწყარი გემო ექნება.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა მსუბუქად ათქვიფეთ. დაუმატეთ სახამებელი, ვაშლის ძმარი, მარილი და კარგად აურიეთ.
2. ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად და მოათავსეთ მარინადში ისე, რომ ხორცი მთლიანად დაიფაროს. დააფარეთ თავსახური და შედგით მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.
3. ამოიღეთ ქათმის ფილე მარინადიდან. ცოტა ხნით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ კი საწურზე მოათავზეთ რათა დაიწრიტოს.
4. ქვაბში ჩაასხით 2 ლიტრი წყალი, დაუმატეთ 1 ს.კ მცენარეული ზეთი დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ქათმის ფილე და ადუღეთ დააახლოებით 1 წუთი.
5. ხორცი ამოიღეთ ქვაბიდან.
6. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით. კომბოსტო კი შეგიძლიათ სპეციალურ სახეხზე გახეხოთ.
7. ცალკე ჭურჭელში აურიეთ სოიოს სოუსი, ბალზამიკოს ძმარი, თაფლი, 0,5 ს.კ მცენარეული ზეთი და პილპილი.
8. ღრმა ტაფაზე ჩაასხით ზეთი, ჩაყარეთ ხახვი და მოთუშეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ დაუმატეთ კომბოსტო და ნიოორი.
9. მოთუშეთ კიდევ 3 წუთის განმავლობაში ისე რომ მორევა არ შეწყვიტოთ. დაუმატეთ სოუსი, ქათამი და თუშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- ქათმის ფილე 500გ
- ვაშლის ძმარი 1ს.კ
- სახამებელი 1ს.კ
- წყალი 2კოვზი
- ხახვი 1თავი
- სოიოს სოუსი 4ს.კ
- თაფლი 1ს.კ
- 1 კვერცხის ცილა
- მარილი 0,5 ჩ.კ
- მცენარეული ზეთი 3,5 ს.კ
- კომბოსტო 200გ
- ნიორი 2კბილი
- ბალზამიკოს სოუსი 1ს.კ
- შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით