მან შუშის ბურთულები აირღუმელში მოათავსა. აი, როგორი სილამაზე გამოვიდა!

მან შუშის ბურთულები აირღუმელში მოათავსა. აი, როგორი სილამაზე გამოვიდა!
ასეთი შესანიშნავი ნაკეთობები გამოდის ხოლმე ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და ბანალური ნივთებიდან. აკვარიუმის შუშის ბურთულები უსარგებლო და ნაკლებად საინტერესო ნივთად მოგეჩვენებათ, მაგრამ ამ გოოგნას ნამუშევრები მასზე აზრს შეგაცვლევინებთ.

ამ კულონის მომზადება ძალიან იოლია, თანაც შესანიშნავად გამოიყურება

მან შუშის ბურთულები აირღუმელში მოათავსა. აი, როგორი სილამაზე გამოვიდა!


საჭირო მასალა:


  • სასურველი ზომისა და ფერის მინის ბურთულები
  • კოლიეს მავთული
  • საყურის სამაგრი
  • სუპერწებო
  • ყინული
  • აირღუმელი



მოათავსეთ ბურთულები 250 გრადუსამდე გაცხელებულ აირღუმელში 20 წუთით.

მოამზადეთ წყალი. მასში დიდი ოდენობით ყინული უნდა იყოს. ტემპერატურის ცვალებადობის გამო ბურთულები ლამაზად დასკდება.

ახლა კი საიუველირო სამუშაოები.

საყურის სამაგრი გაუყარეთ მძივის ”ქუდში” და მოაჭერით ზედმეტი ნაწილი.

ჩააწვეთეთ ცოტაოდენი სუპერწებო ქუდის შიდა მხარეში.

მიაწებეთ შუშის ბურთულას ეს კონსტრუქცია.

სამკაული მზადაა!

შეგიძლიათ ეს კულონი გამოიყენოთ თემატურად ან ყოველდღიურად, ან კიდევ აჩუქოთ მეგობარს, დას ან ქალიშვილს.