ხაჭოს ფუნთუშების ამ რეცეპტმა უამრავი გურმანის გული დაიპყრო

ხაჭოს ფუნთუშების ამ რეცეპტმა უამრავი გურმანის გული დაიპყრო
fpaparazzi წარმოგიდგენთ არომატული, ფუმფულა და გემრიელი ფუნთუშების ძალიან მარტივ რეცეპტს.
საჭირო მასალა:
  • 200 გ ხაჭო
  • ფქვილი 7 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 3 სუფრის კოვზი
  • მწიკვი სოდა
  • ძმარი
  • ზეთი
  • შაქრის პუდრა

მომზადება:
  1. აიღეთ ჯამი და ჩაყარეთ მასში შაქარი, ხაჭო და კვერცი – ყველაფერი კარგად აურიეთ.
  2. სუფრის კოვზით აიღეთ ცოტაოდენი სოდა და დაასხით მასზე ძმარი.
  3. აქაფებული სოდა ჩაუმატეთ ხაჭოს მასას.
  4. ახლა დაუმატეთ ფქვილი და კვლავ კარგად აურიეთ.
  5. ქვაბში ჩაასხით ზეთი და კარგად გაახურეთ.
  6. ცომისგან გააკეთეთ ბურთულები.
  7. იმისათვის, რომ მარტივად მისცეთ ფორმა, გამოიყენეთ ფქვილი.
  8. ჩაყარეთ ბურთულები გახურებულ ზეთში და ატრიალეთ, სანამ ყველა მხრიდან მოოქროსფრო-ყავისფერი არ გახდება.
  9. იმისათვის, რომ შიგნიდან კარგად გამოცხვეს ფუნთუშა, საჭიროა, რომ ზეთმა მთლიანად დაფაროს ის.
  10. დააფინეთ ქაღალდის ხელსახორი და მომზადებული ბურთულები მასზე დაალაგეთ. ხელსახოცი ზედმეტ ცხიმს შეიწოვს.
  11. ფუნთუშებს ზემოდან შაქრის პუდრა მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!