აზერბაიჯანული წვნიანი, რომელიც პირველივე კოვზიდან შეგიყვარდებათ!

აზერბაიჯანული წვნიანი, რომელიც პირველივე კოვზიდან შეგიყვარდებათ!
აზერბაიჯანული წვნიანი ბალიკ-ბოზბაში წვნიანიც არ არის, რამდენადაც ძალიან სქელი და ნოყიერია. ის ხორცითაც მზადდება, თუმცა ჩვენ დღეს თევზის ვარიანტს შემოგთავაზებთ.

საჭირო მასალა:


  • თევზი 750 გ
  • ხახვი 3 თავი
  • ბროწეულის წვენი 1 ს/კ
  • ოხრახუში დაჭრილი 1 ს/კ
  • კარტოფილი 2 ცალი
  • ალუჩა 5 ცალი
  • შავი პილპილის მარცვლები 8 ცალი


მომზადების წესი:

  1. თავდაპირველად მოამზადეთ თევზი: საუკეთესოა, ორაგულის ფილე. დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად, დაასხით ბროწეული ან ლიმონის წვენი და გააჩერეთ 10 წუთი.
  2. წვრილად დაჭერით ხახვი, გაფცქვენით კარტოფილი და დაჭერით კუბიკებად. ალუჩა გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ კურკა.
  3. აიღეთ თიხის (ან ფაიფურის) ჯამი ფართე პირით და ჩაალაგეთ ფენებად ხახვი, კარტოფილი, თევზი, ალუჩა, შემდეგ კვლავ ხახვი და კარტოფილი.. და ასე შემდეგ იგივე თნამიმდევრობით. ინგრედიენტებმა არ უნდა მიაღწიონ თიხის ქვაბის კიდემდე, დატოვეთ 3-5 სანტიმეტრი.
  4. მოაყარეთ პილპილის მარცვლები, დაჭრილი ოხრახუში და მარილი. ახლა თიხის ჯამი მოათავსეთ დიდ და ღრმა ქვაბში, რომელიც ადუღებული წყლით იქნება სავსე: წყალი ქვაბის ერთ მესამედს უნდა ფარავდეს. დააფარეთ ქვაბს თავსახური (თიხის ჯამს არ უნდა თავსახური), დააფინეთ სველი ჩაის ტილო და დადგით დაბალ ცეცხლზე 4-5 საათი.
  5. 2 საათის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ დაუმატოთ ქვაბში ცოტაოდენი ადუღებული წყალი. წყლის რაღაც ნაწილი თიხის ჯამშიც ჩავა, ნუ შეშფოთდებით. ეს ნორმალურია. ბალიკ-ბოზბაში მზად არის.

გემრიელად მიირთვით!