თევზის უგემრიელესი წვნიანი პომიდვრით

თევზის უგემრიელესი წვნიანი პომიდვრით
fpaparazzi -ის რედაქციამ სადილად არომატული კერძის წვნიანი შეგირჩიათ.
საჭირო მასალა:
  • 500 გ თევზი
  • 5 ცალი კარტოფილი
  • 2 ცალი სტაფილო
  • 1 კონა კამა
  • 1 კონა ოხრახუში
  • 10 მარცვალი შავი პილპილი
  • 4-5 მაცვალი ბაჰარი
  • 5 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 3 თავი ხახვი
  • 1 სავსე ს.კ. ტომატ-პასტა
  • 1ს.კ. ზეთი
  • მარილი, ძმარი გემოვნებით

მომზადების წესი:
  1. თევზი მოათავსეთ 1,5-2 ლ ცხელ მარილწყალში და ხარშეთ.
  2. როდესაც თევზი ჩაიშლება, საწურში გადაწურეთ, წვენი უკან, ქვაბში დააბრუნეთ და ჩაამატეთ ბაჰარი, პილპილის მარცვლები, კამისა და ოხრახუშის დაჭრილი ძირები, დაფნის ფოთლები, საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი კაროფილი და სტაფილო.
  3. ქვაბი დაადგით საშუალო ცეცხლზე. სანამ წვნიანი იხარშება, წვრილად დაჭერით ხახვი და 1 ს.კ. ზეთში მოშუშეთ, დაუმატეთ ტომატ-პასტა და 1 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან.
  4. როდესაც კარტოფილი მოიხარშება, ჩაუმატეთ ტომატ-პასტასთან ერთად მოშუშული ხახვი და კიდევ 1-2 წუთი ხარშეთ, დააყარეთ დაჭრილი კამა, ოხრახუში და გადმოდგით ცეცხლიდან.

გემრიელად მიირთვით!