ხახვის ნახარში ჰიპერტონიკებისთვის, რომელიც ეფექტურად ასტიმულირებს არტერიულ წნევას.

ხახვის ნახარში ჰიპერტონიკებისთვის, რომელიც  ეფექტურად ასტიმულირებს  არტერიულ წნევას.
უამრავი რჩევა იბეჭდება მათთვის, ვისაც მომატებული არტერიული წნევა აწუხებს, ხოლო მათთვის, ვინც დაბალ წნევას უჩივის, რეკომენდაციას აქა - იქ თუ წააწყდებით. არტერიული წნევის დაქვეითებისას თავდაპირველად ფინჯან ყავას ნამდვილად შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება, მოგვიანებით კი საქმეს ვეღარც ის შველის. დიდხანს ვეძებდი ხალხურ წამალს, რომელიც წნევას სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც დაუბრუნებდა ნორმას და, როგორც იქნა, მივაგენი - აღმოჩნდა, რომ წნევის დაქვეითებისას ძალიან კარგია ნიახურის ფესვი და ცოცხალი მარწყვი. სამწუხაროდ, შემოდგომაზე და ზამთარში ორივე ძნელად საშოვნია, ამიტომ არჩევანი ხელმისაწვდომ საშუალებაზე - ხახვის ნახარშზე შევაჩერე.

დაგჭირდებათ:
  • 2 საშუალო ზომის ხახვი
  • 100 გრ შაქრის ფხვნილი

მომზადების და გამოყენების წესი:

აიღეთ 2 საშუალო ზომის ხახვის თავი, - დაახლოებით ქათმის მოზრდილი კვერცხისოდენა. გაუფცქცვნელსვე დაასხით 1 ლიტრი წყალი და 100 გრამი შაქრის ფხვნილი დააყარეთ. შედგით საშუალო ცეცხლზე და 15 წუთი ხარშეთ. სვით დღეში ნახევარი ჭიქა, ვიდრე არ გამოილევა.

ნახარშს სპეციფიკური გემო და სუნი არ აქვს. რაც მთავარია, მისი მიღება საკმაოდ დიდხანს შეიძლება. დროთა განმავლობაში წამალი ისე მოქმედებს სისხლძარღვებზე, რომ არტერიულ წნევას ასტაბილურებს. ნახარშის სმას ოქტომბერში ვიწყებ და ზამთრის დამდეგს ვამთავრებ. კურსს ვიმეორებ გაზაფხულზე. შევამჩნიე, რომ წნევასთან ერთად სხვა პრობლემებმაც იკლო. მაგალითად, გრიპი და გაციება იშვიათად მემართება.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი