9 ფასდაუდებელი რჩევა თუკი სუპს ხშირად ამზადებთ

9 ფასდაუდებელი რჩევა თუკი სუპს ხშირად ამზადებთ
დიასახლისების უმრავლესობა ბულიონის კეთებისას მას ჯერ ადუღებს და ქაფს შემდეგ ხდის, რაც არასწორია. ქაფი მაშინ ჩნდება, როდესაც გაყინულ ხორცს ხარშავთ, მისი მოხდით კი ბულიონს საკმაოდ კარგ მინერალებს აკლებთ.

ასე რომ, ქაფის მოხდა არ იჩქაროთ თუ გინდათ რომ ბულიონი არ აქაფდეს, ქვაბში თავიდანვე ჩააგდეთ ერთი თავი ხახვი. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ თუკი ბულიონსა და სუფს ხშირად აკეთებთ.



1. თუ სუპი მარილიანი მოგივიდათ, ქვაბში ცოტა ხნით მოათავსეთ მარლაში ჩაყრილი ბრინჯი.
2. თუ ბულიონს მაღალ ცეცხლზე მოხარშავთ, ბევრად გემრიელი გამოვა, ვიდრე დაბალ ცეცხლზე მოხარშული.
3. იცით როდის უნდა დაუმატოთ ბულიონს მარილი? ხორციან სუპს- 30 წუთით ადრე სრულ გამზადებამდე,თევზის სუპს თავიდანვე, ხოლო სოკოს-10 წუთით ადრე ცეცხლიდან გადმოდგმამდე.



4. თუკი აუცილებლად გსურთ სუპს ქაფი მოხადოთ ან დაგავიწყდათ მისი მოხდა, ჩაამატეთ სუპში ერთი ჭიქა ცივი წყალი.
5. ბულიონს ლამაზი ფერი რომ ჰქონდეს, ჩაუმატეთ მასში ხახვის ფურცლები.
6. თუკი სუპში დაფნის ფოთოლს აგდებთ, ის აუცილებლად ამოიღეთ ხარშვის დასრულებისას.
7. თუ გსურთ სუპი ოდნავ სქელი გამოვიდეს, ცოტა ფქვილი დაუმატეთ.