ხორციანი ბორშჩის მომზადების 3 საიდუმლო - ახლა ის ბევრად გემრიელი გამოგივათ!

ხორციანი ბორშჩის მომზადების 3 საიდუმლო - ახლა ის ბევრად გემრიელი გამოგივათ!
თუკი ჯერ არ გიპოვნიათ ბორშჩის იდეალური რეცეპტი, ჩაინიშნეთ ეს - უგემრიელესი გამოდის!

გემრიელი ბორშჩის მომზადების საიდუმლოებები

მოხრაკვა



ბორშჩის გემო, ფერი და არომატი 60 %-ით დამოკიდებულია რა ინგრედიენტებს ხრაკავთ. იდეალურია, თუ მოხრაკავთ სტაფილოს, ხახვს, ბულგარულს. ყველა ბოსტნეული თანაბარი რაოდენობის უნდა იყოს.
მოხრაკულ ბოსტნეულში უმჯობესია დაუმატოთ შინ მომზადებული ტომატი და არა პასტა.
თუ მომჟაო გემოს ბორშჩი მოგწონთ, ნუ დაუმატებთ შაქარს, და პირიქით. აუცილებლად გაუსინჯეთ ხოლმე გემო კერძს მომზადებისას და არეგულირეთ სანელებლები.
ხრაკეთ ბოსტნეული იქამდე, სანამ არ გასქელდება. დაიმახსოვრეთ, ზედმეტი სითხე უნდა ამოშრეს.

ხორცი



ბორშჩისთვის ხორცი კარგად უნდა მოხარშოთ. ამისათვის დაგჭირებათ დაახლოებით 1-1,5 საათი. უმჯობესია, ძვლიანი ხორცი გამოიყენოთ. ასევე გემრიელი გამოდის ბორშჩი მამლის ხორცისგან.
თუ ხარშვისას წყალი ჩაიშრო, დაუმატეთ ადუღებული წყალი და არა ცივი.. თორემ კერძის გემოს გააფუჭებთ.

სხვა ინგრედიენტები



ბორშჩს ჭირდება საკმარისი რაოდენობის კარტოფილი და კომბოსტო, რათა არ გამოვიდეს ძალიან თხელი.
იმისათვის, რომ იდეალურად წითელი ფერი მიიღოთ, მოასხით ჭარხალს ცოტაოდენი ლიმონის წვენი. ან მოხარშეთ ცალკე, კანიანად და ხარშვისას წყალში დაუმატეთ 1 ს/კ ძმარი.
თუ ნივრიანი ბორშჩი მოგწონთ, დაუმატეთ ნიორი წვნიანს ხარშვის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე.
ბორშჩი სუფრასთან მიიტანეთ ნივრიან პურებთან და სალასთან ერთად. ასევე ძალიან უხდება არაჟანი და ცოცხალი მწვანილი.