ამ რჩევებმა სრულიად შეცვალა ჩემი წარმოდგენა კერძების მომზადებაზე. არადა, ყველაფერი რა მარტივია!

ამ რჩევებმა სრულიად შეცვალა ჩემი წარმოდგენა კერძების მომზადებაზე. არადა, ყველაფერი რა მარტივია!
როგორც ამბობენ, „სწავლა სიბერემდეო“. როცა ამ საიდუმლოებების შესახებ შეიტყობთ, თქვენი ბორშჩი გარანტირებულად უფრო გემრიელი გამოვა, ოლადები ბევრად ფუნფულა, ხოლო ჩაშუშული ხორცი - საოცრად წვნიანი. ეს ხომ ყველა დიასახლისის ოცნებაა?

კულინარიული ხრიკები

1. იმისათვის, რომ ხაჭოს ოლადები ბევრად ფუმფულა და გემრიელი გამოგივიდეთ, ხაჭოს მასაში დაუამატეთო ცოტაოდენი ზეთი.



2. წითელი ბორშჩის საიდუმლო მარტივია. მოათავსეთ გაფცქვნილი ჭარხალი ქვაბში ხორცთან ერთად და ხარშეთ ბოსტნეული ბულიონში. ხარშვის დამთავრებისას, ამოიღეთ ჭარხალი ქვაბიდან, გახეხეთ და ჩააბრუნეთ უკვე მზა ბორშჩი. ერთი წამოადუღეთ და გამორთეთ.



3. თუკი სალა გაყვითლდა, ნუ იჩქარებთ მის გადაყრას. გაატარეთ ხორცსაკეპში, მოათავსეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში. როცა დაგჭირდებათ, გამოიღეთ, დაუმატეთ ნიორი და დაუმატეთ ბორშს ან სხვა წვნიანს.



4. იმისათვის, რომ ღია ნამცხვრებიდან ხილის წვენმა არ გამოჟონოს, ჩაარჭვეთ გულსართში მაკარონის რამდენიმე მილი.



5. სანამ ლიმონს გამოწურავდეთ, ჩადეთ ის რამდენიმე წამით ადუღებულ წყალში. ამის შემდეგ ორჯერ მეტ წვენს გამოწურავთ ციტრუსიდან, თუნდაც ლიმონის გამხმარი იყოს.



6. მჟავე კიტრი კიდევ უფრო გემრიელი იქნება და დიდხანს შეინახება, თუკი მარილწყალში დაუმატებთ მშრალ საფუარს.



7. იმისათვის, რომ სუნელებმა არ დაკარგოს თავისი გემო, არომატი და სასარგებლო თვისებები, შეინახეთ ისინი დახურულ გაუმჭვირ კერამიკულ, ფაიფურის ან მინის ჭურჭელში. ამასთან ეცადეთ, არ შეინახოთ სითბოში.



8. ბანანის კანი დაალაგეთ კარაქწასმულ ლითონის ფირფიტაზე. ზემოდან დაალაგეთ ხორცის ნაჭრები და შედგით ღუმელში. ამ მეთოდით არა მხოლოდ უკეთ შიეგრძნობთ ხორცის გემოს, არამედ დაიცავთ პროდუქტს დაწვისგან.



9. ყოველთვის შეინახეთ ალუბლის ხის ტოტები. გაახმეთ, დაფქვით და დაუმატეთ ხოლმე ხორცს. კერძის გემო განსაკუთრებულად გემრიელი იქნება.



10. როცა მწვანილს ჯამში გარეცხავთ, არ გადაღვაროთ წყალი. უბრალოდ ამოიღეთ მწვანილი ჯამიდან. ქვიშა და ჭუჭკი ჯამის ფსკერზე დარჩება და არა მწვანილზე.



11. იმისათვის, რომ კატლეტები უფრო წვნიანი გამოგივიდეთ, ფარშში დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი. 1 კგ ხორცზე - 1 ს/კ (არასავსე) შაქარი.