პიტნის მურაბა- ეს აუცილებლად უნდა გასინჯოთ

პიტნის მურაბა- ეს აუცილებლად უნდა გასინჯოთ
ალბათ იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც პიტნის მურაბას ამზადებდეს, მაგრამ FPAPARAZZI-ი გირჩევთ, აუცილებლად სცადოთ. ეს სასარგებლო და გემრიელი მურაბა მთელი ზამთრის განმავლობაში გამოგადგებათ.
საჭირო მასალა:
  • 250 გ პიტნის ფოთლები
  • 1 კგ შაქარი
  • 2 ლიმონი
  • 0,5 ლ წყალი

მომზადება:
პიტნის ფოთლები გარეცხეთ, შეაშრეთ და დააქუცმაცეთ. ლიმონი კანიანად დაჭერით, პიტნასთან ერთთ ჩაყარეთ ქვაბში და ხარშეთ 10 წუთით. დატოვეთ ერთი ღამით, შემდეგ კი მასა გაწურეთ, ნაყენი გაფილტრეთ, დაუმატეთ შაქარი და ხარშეთ სანამ შესქელდება. მურაბა ჩაასხით გასტერიზებულ ქილებში და მოხუფეთ.