აი, როგორ უნდა გამოაცხოთ ნამდვილი ბისკვიტი. როგორც იქნა, იდეალური რეცეპტი ვიპოვე...
იმისათვის, რომ ბისკვიტი ფუმფულა და ჰაეროვანი გამოვიდეს, რამდენიმე საიდუმლო უნდა იცოდეთ. ერთი შეხედვით თითქოს მის გამოცხობას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება - ერთმანეთში აურევთ შაქარს, კვერცხს და ფქვილს... თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივია. მაშ ასე, იმისათვის რომ ბისკვიტი იდეალური გამოვიდეს, უნდა გვახსოვდეს:
- ყურადღება მიაქციეთ ინგრედიენტების რაოდენობას. ყველაზე კარგი ბისკვიტი გამოდის ინგრედიენტების შემდეგი პროპორციებით: 6 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა ფქვილი, 1 მწიკვი სოდა ან 0,5 ჩ.კ გამაფხვიერებელი.
- სანამ კვერცხს ათქვეფთ, იგი 10- 15 წუთით მაცივარში შედეთ.
- კვერცხი თქვეიფეთ ღრმა ჯამში და მიქსერის მაღალ სიჩქარეზე.
- მას შემდეგ, რაც კვერცხი მასაში 4-5 ჯერ მოიმატებს, მცირე დოზებით შაქრის დამატება დაიწყეთ.
- როდესაც ფქვილის დამატებას დაიწყებთ, მიქსერი გამორთეთ და ხის კოვზით ურიეთ.
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, მოაყარეთ ფქვილი და ჩაასხით ცომი. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
- საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, მოაყარეთ ფქვილი და ჩაასხით ცომი. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
- აცხვეთ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში.
- ცხობის პორცესში არ გამოაღოთ ღუმელი.
- გამომცხვარ ბისკვიტს ფორმაში აცადეთ გაციება და შემდეგ ამოიღეთ.