ტორტის ბისკვიტის ყველაზე მარტივი რეცეპტი
fpaparazzi გთავაზობთ ბისკვიტის ყველაზე მარტივ რეცეპტს. გამორიცხულია, ჩაგივარდეთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კვერცხი 5 ცალი
- შაქარი 1 ჭიქა
- ფქვილი 1 ჭიქა
- ვანილის შაქარი 0,5 ჩ/კ
მომზადების წესი:
- თავიდანვე ჩართეთ ღუმელი და გაახურეთ 200-210 გრადუსამდე.
- როცა ღუმელი გახურდება, დაიწყეთ ბისკვიტის მომზადება. ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ.
- ჯერ ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ვანილის შაქარიც და ყველაფერი ერთად კარგად ათქევიფეთ მიქსერით.
- შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ ფქვილი, ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა. ცომი სქელი არაჟნის სისქის უნდა გამოვიდეს.
- შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ ფქვილი, ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა. ცომი სქელი არაჟნის სისქის უნდა გამოვიდეს. ჩაასხით მიღებული მასა პერგამენტჩაფენილ ფორმაში და შედგით ღუმელში 30-35 წუთი.
- როცა ბისკვიტი მზად იქნება, გამორთეთ ღუმელი, მაგრამ არ გამოიღოთ ბისკვიტი, აცადეთ, იქვე გაგრილდეს.
- ეს ბისკვიტი შესაშნავი საფუძველი იქნება ნებისმიერი ტორტისთვის.
გემრიელად მიირთვით!