თუ ნანემსარი გაგიმაგრდათ, ხალხური მედიცინა შემდეგ რჩევებს გთავაზობთ!
ნანემსარი უბნის გამაგრებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების უხშირესი მიზეზი ინფლიტრატის განვითარებაა. ამ უკანასკნელს ერთსა და იმავე უბანში გაკეთებული ინექციები, ასეპტიკის წესების დაუცველობა და სხვა მრავალი ფაქტორი განაპირობებს. ნანემსარ ადგილზე აბცესის ჩამოყალობების მიზეზი ქსოვილთა დაინფიცირებაა. აბცესი შემოფარგლული ჩირქოვანი ანთებაა. ის ინფილტრატთან შედარებით უფრო რთულად მიმდინარეობს და ზოგჯერ ქირურგიული ჩარევით მთავრდება.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:
- არსებობს ასთი ხალხური მეთოდი - გამაგრებულ ნანემსარ უბნებზე ცელოფანს აფენენ და თბილი საცვლით ფიქსაციის წყალობით მთელი დღის განმავლობაში აჩერებენ. პოლიეთილენი სათბურას ეფექტს ქმნის და გაწოვის პროცესს აჩქარებს. ( ეს პროცედურები რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ ნანემსარი უბანი მხოლოდ გამაგრებულია და არ აღინიშნება დაჩირქება ).
- აიღეთ თითო ჩაის კოვზი თაფლი, საჭმლის სოდა, გახეხილი ხახვი, ერთმანეთში გადაურიეთ და წაუსვით კომბოსტოს ფურცელზე. ეს ფურცელი გამაგრებულ უბანზე დაიდეთ, ზედ ბამბის 2 - 3 სმ - იანი ფენა დაიფინეთ და ჩაითბუნეთ. ზოგიერთი აღნიშნული ნარევის ნაცვლად კომბოსტოს ფურცელზე წასასმელად სარეცხის საპნის, არაჟნისა და თაფლის ნარევსაც იყენებს.