როგორ დავამარინადოთ სწორად ქათამი. 6 უგემრიელესი სოუსი ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან!

როგორ დავამარინადოთ სწორად ქათამი. 6 უგემრიელესი სოუსი ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან!
ქათმის ხორცის გემო უმეტეს წილად დამოკიდებულია მარინადზე. ამიტომაც დღეს გასწავლით რამდენიმე სახეობის უგემრიელესი მარინადის მომზადების წესებს:

ქათმის ტოპ-მარინადები

თაფლისა და მდოგვის



საჭირო მასალა:
  • 150 გ თხელი თაფლი
  • 00 გ ფრანგული მარცვლოვანი მდოგვი
  • 1 ლიმონი
  • 2 ს/კ ზეთი
  • 5-7 კბილი ნიორი
  • 1 კონა კამა
  • კონა ოხრახუში
  • არილი გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. გააცალეთ ლიმონს ცედრა და გამოწურეთ წვენი.
  2. ააქუცმაცეთ ნიორი და მწვანილი.
  3. შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები, გარდა მარილისა.
  4. ჩაალაგეთ მიღებულ მარინადში ქათამი და გააჩერეთ 3-4 საათი.
  5. მარილი მოაყარეთ შეწვის წინ.



იოგურტის მარინადი

საჭირო მასალა:

  • 1 ჭიქა ნატურალური იოგურტი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კეფირით ან მაწვნით)
  • ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ჩ/კ ქარი
  • 1 ჩ/კ კურკუმა
  • 1 ჩ/კ ილი
  • მარილი გემოვნებით


მომზადებისა წესი:
  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში.
  2. დაამარინადეთ მიღებულ სოუსში ქათამი 8-10 საათით მაცივარში.
  3. მარილი მოაყარეთ უშუალოდ შეწვის წინ.


ფორთოხლის მარინადი

ასეთ მარინადში დამარინადებული ქათამი უმჯობესია მოამზადოთ ღუმელში ან ნაკვერჩხალზე.

საჭირო მასალა:
  • თაფლი 1 ს/კ
  • წითელი წიწაკა 0,5 ჩ/კ
  • ფორთოხალი 2 ცალი
  • ქარი 1 ჩ/კ
  • ზეთი 2 ს/კ
  • მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. ერთი ფორთოხლისგან გამოწურეთ წვენი, მეორე კი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად.
  2. წვენში ჩაყარეთ დაჭრილი ფორთოხალი, დაუმატეთ თაფლი, ქარი, წიწაკა და ზეთი, მარილი გემოვნებით.
  3. დაასხით მარინადი ქათმის ხორცს და შედგით 2 საათით მაცივარში.


ცხარე მარინადი ჯანჯაფილით

საჭირო მასალა:
  • 150 მლ სოიოს სოუსი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 2 ჩ/კ წითელი დაფქული წიწაკა
  • 1 თავი ნიორი
  • 5-7 სმ-ის ჯანჯაფილის ფესვი


მომზადების წესი:
  1. ჯანჯაფილის ფესვი და ნიორი გახეხეთ.
  2. ხახვი დაჭერით წვრილად.
  3. შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები და დაასხით ქათმის ხორცს მიღებული მარინადი.
  4. შედგით 6-8 საათით მაცივარში.


ტომატის მარინადი



საჭირო მასალა:
  • 1 ჭიქა სქელი ტომატის წვენი
  • 2 ს/კ ზეთი
  • 1 ს/კ დაფქული პაპრიკა
  • 5 კბილი ნიორი
  • 1 კონა ბაზილიკი
  • 1 კონა პიტნა
  • მარილი გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. წვრილად დაჭერით ნიორი, პიტნა და ბაზილიკი.
  2. დაუმატეთ ტომატის წვენს.
  3. მიღებულ სოუსს დაუმატეთ ზეთი და პაპრიკა.
  4. ჩადეთ ქათმის ხორცი მარინადში მინიმუმ 2 საათით, შემდეგ მოაყარეთ მარილი და შეწვით ან ტაფაზე ან ღუმელში.


ღვინის მარინადი

საჭირო მასალა:
  • 300 მლ სადესერტო წითელი ღვინო
  • 100 გ შავი ქლიავი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ჩ/კ მიხაკი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. შავ ქლიავს გაქმოაცალეთ კურკები და დაჭერით.
  2. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა.
  3. დაუმატეთ დაჭრილი ინგრედიენტები, მიხაკი და წიწაკა ღვინოს.
  4. დაასხით ქათმის ხორცს მიღებული მარინადი, გააჩერეთ 3 საათით, შემდეგ მოაყარეთ მარილი და შეწვით.