აბცესის ( ჩირქგროვა ) მკურნალობაში ვირისტერფა დაგეხმარებათ!
აბცესი არის - ჩირქგროვა, შემოფარგულული ჩირქოვანი ანთება: ვითარდება ორგანიზმში ჩირქმბადი მიკრობების მოხვედრის ან რომელიმე დაავადების ( პნევმონია, ტრავმა და ა.შ. ) გართულებების შედეგად. ქსოვილში მოხვედრილი მიკრობები იწვევს ანთებას და ქსოვილის კვდომას. მკვდარი ქსოვილის ადგილზე წარმოიქმნება ჩირქოვანი ღრუ, რომელიც საღი ქსოვილებისგან კაფსულით გამოიყოფა. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ოფლიანობა, საერთო სისუსტე.
სამკურნალოდ გამოიყენება ვირისტერფა.
ვირისტერფა - გრძელი, დატოტვილფესვურიანია, ადრე მოყვავილე მრავალწლიანი მცენარეა. აქვს შებურვილი ყლორტები, რომლის სიმაღლე 20 - 25 სმ - ს აღწევს. ფოთლები გრძელყუნწიანია. ადრე გაზაფხულზე, მარტ - აპრილში, ჯერ ყვავილებს ივითარებს, შემდეგ ფოთლები გამოაქვს. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად, ვითარდება ტყეებში, მთიან ზონაში, სადაც კი ტენი საკმაოდაა, უფრო ეტანება ნამეწყრალ ან კლდიდან ჩამონგრეულ, ჩამოშლილ ადგილებს.
გამოიყენება მისი ყვავილები და ფოთლები. ვინაიდან ყვავილობა ემთხვევა შრობისთვის ძნელ თვეებს, უფრო იყენებენ ფოთლებს. ფოთლები უნდა იყოს საღი, არ უნდა იყოს დაავადებული.
ფოთლები შეიცავს გლიკოზიდებს, ვაშლის, ღვვინისა და ორგანულ მჟავებს, საპონინებს, ასკორბინის მჟავას, ეთერზეთებს და სხვა. ყვავილებიდან კი შესწავლილია სტეარინი და მთრიმლავი ნივთიერებები.
ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ ფილტვების, ზემო სასუნთქი გზების, შარდის ბუშტის ანთების, შეშუპებების, ჩირქგროვების, ფურუნკულების დროს.
ჩირქოვან ჭრილობებს აფენენ ვირისტერფას გარეცხილ ფოთოლს.
ნაყენს ასე ამზადებენ:
5 გ დაქუცმაცებულ მშრალ ფოთლებს ასხამენ 2 ჭიქა ცხელ წყალს და ადუღებენ ნელ ცეცხლზე 5 - 8 წუთს. აცივებენ, წურავენ 3 ფენა მარლაში.
მიღება: 1/2 ჭიქა 3 - ჯერ დღეში, 1 საათით ადრე ჭამამდე.
უკუჩვენება: ცნობილი არ არის.