იდეალური ტორტის მომზადების საიდუმლო, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა დიასახლისმა
იშვიათია ადამიანი, რომელსაც ტორტი არ უყვარს. ფაქტია ისიც, რომ შინ გამომცვარ ტორტს ბევრად კარგი გემო აქვს ვიდრე ნაყიდს. იმისათვის რომ სახლში გამომცხვარი ტორტი იდეალური გამოგივიდეთ, რამდენიმე აუცილებელი რჩევა უნდა დაიმახსოვროთ.
1. თუკი კარაქი ოთახის ტემპერატურაზე იქნება გამთბარი, ტორტის ბისკვიტი ფაფუკი და ჰაეროვანი გამოვა.
2. ყურადღება მიაქვიეთ კვერცხი ზომას. ეცადეთ ისინი არც ძალიან დიდი იყოს და არც პატარა.
3. ზუსტად გათვალეთ ფქვილის რაოდენობა. თუ დასარწყავად ჭიქას იყენებთ, მაშინ ჭიქის თავზე ფქვილი დანის პირით გადაასწორეთ, რათა ზუსტად განსაზღვროთ მისი რაოდენობა.
4. იმისათვის რომ ბისკვიტი ფაფუკი გამოვიდეს, მშრალი ინგრედიენტები გაცერით.
5. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი ისე რომ, თანაბრად იყოს განაწილებული საცხობი ფორმის ზედაპირზე.
6. იმისათვის რომ გაიგოთ მზადაა თუ არა ბისკვიტი, მისი მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. თუ მისი ბისკვიტში ჩარჭობის შემდეგ მშრალი დარჩება, ე.ი. ბისკვიტი მზადაა.
7. იმისათვის რომ ტორტი ლამაზად დაიჭრას, დანა ცხელი წყლის ჭავლს შეუშვირეთ და შემდეგ დაჭერით ტორტი.