როცა ამ კულინარიულ საიდუმლოებებს შეისწავლი, თავს ჭეშმარიტ შეფ-მზარეულად იგრძნობ!

როცა ამ კულინარიულ საიდუმლოებებს შეისწავლი, თავს ჭეშმარიტ შეფ-მზარეულად იგრძნობ!
ყველა დიასახლისს სამზარეულოში თავისი საიდუმლოებები აქვს. რა თქმა უნდა, გამოცდილება დროთაგანმავლობაში, შეცდომებისა და მცდელობების გავლით მოდის. მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ თავიდანვე ვისწავლით ხრიკებს, რომლებიც შემდგომში კულინარიის ნამდვილ გურუდ გადაგვაქცევს.

შეფ-მზარეულების საიდუმლოებები

1. იმისათვის, რომ მარტივად გამოწუროთ ლიმონიდან ან ლაიმიდან წვენი, თავდაპირველად ოდნავ შეათბეთ ციტრუსი.

2. ლორი ქათმის ხორცს შებოლილ არომატს მიანიჭებს.

3. იმისათვის, რომ ხმელი სუნელები ბევრად არომატული იყოს, დანაყეთ ის წვეთ ზეითუნის ზეთთან ერთად.



4. ამარეტოს გემოს პროდუქტებს გარგრის კურკით მიანიჭებთ.

5. თუკი კერძში ცოტაოდენ ანანასს დაუმატებთ, კერძს ზედმეტ ცხიმიანობას მოაშორებთ.

6. ფორთოხალი ძალიან უხდება შოკოლადის სოუსებს.



7. ხორცს შეწვისას დაუმატეთ ცოტაოდენი ფქვილი, რათა ხრაშუნა კანი მიიღოთ.



8. იმისათვის, რომ ნივრის პიურე გააკეთოთ, დაჭერით ნიორი, მოაყარეთ მარილი და დანით დაჭყლიტეთ.

9. პიტნა კერძებში შეწვამდე დაუმატეთ.


10. თუკი წვნიანი ან ბულიონი ზედმეტად ცხიმიანი გამოგივიდათ, ჩააგდეთ ყინულის კუბიკი. ცხიმი კუბიკის ირგვლივ დაგროვდება და მისი მოხდა გაგიადვილდებათ.

11. წყალი, რომელშიც მაკარონი ან კარტოფილი მოხარშეთ, გამოიყენეთ ოთახის მცენარეების მოსარწყავად. ის უამრავ სასარგებლო, მკვებავ ნივთიერებას შეიცავს.

12. თუკი ბრინჯი მიგეწვათ, მოათავსეთ მასში თეთრი პურის ნაჭრები 5-10 წუთით, რათა უსიამოვნო სუნი გააქროთ.

იმედი გვაქვს, ეს კულინარიული რჩევები, რთული მომენტებისგან გიხსნით და კერძის მომზადების პროცესს ბევრად სასიამოვნოს გახდის.