ბანანის სასარგებლო და გემრიელი დიეტა წონაში დაკლების მსურველთათვის
ბანანი - ყველაზე შესაფერისი ხილია მონოდიეტისთვის: ის ნოყიერია, შეიცავს დიდი ოდენობით სასარგებლო უჯრედისს, ვიტამინებსა და მინერალებს. პირველად ამ დასკვნამდე ოლიმპიური დიეტოლოგი ჯეინ გრიფინი მივიდა, რომელიც უამრავ ევროპელ და ამერიკელ ქალს დაეხმარა ზედმეტი წონისგან სწრაფად და მარტივად მოცილებაში.
ჩვენი რედაქცია სიამოვნებით გიზიარებთ ბანანის დიეტის ყველა ნიუანსს, რომლის წყალობითაც 3-4 დღეში დაკარგავთ 3 კილოგრამს, ხოლო 7 დღეში - 5 კილოგრამამდე. თუ სხვადასხვა დიეტას უამრავი უკუჩვენება მოსდევს, ბანანის დიეტა პირიქით, რეკომენდირებულია ნაწყავების, კუჭის, ჭარბწონიანობის, ბუასილის, სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და ღვიძლის პრობლემების დროსაც კი.
ბანანის დიეტის პრინციპები
კურსის დაწყებამდე აუცილებელია განტვირთვის დღის მოწყობა და ორგანიზმის მონორაციონისთვის მომზადება. გამორიცხეთ ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი და მარილიანი საკვები. მთელი დღის განმავლობაში დალიეთ უშაქრო მწვანე ჩაი და სუფთა წყალი.
ბანანის ლმობიერი დიეტის დროს დღეში 1,5 კგ ბანანი 6 მიღებად უნდა მიირთვათ, ბოლო მიღება - ძილის წინ 3 საათით ადრე. ორგანიზმი 1300 კალორიას მიიღებს, რაც საკმარისია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. დიეტის კურსი - 3-დან 7 დღემდე, სასურველი შედეგის მიხედვით. დალიეთ ყოველდღე 2 ლიტრი სითხე - სუფთა წყალი და მწვანე ჩაი. 3 დღის მერე ჩართეთ რაციონში 2 მოხარშული კვერცხი ან 200 გრ უცხიმო ხაჭო.
მკაცრი დიეტა გათვლილია მხოლოდ 3 დღეზე. ზედმეტი წონის წრაფად მოცილებისთვის საჭიროა დღე-ღამეში 4 ბანანი მიირთვათ და მხოლოდ უგაზო სუფთა წყალი დალიოთ.
ზედმეტი წონის ექსტრემალური მოცილებისთვის დიეტოლოგი გირჩევთ ბანანისა და რძის დიეტას. 10-დღიანი კურსის დღიური მენიუ შეგდება 4 ბანანისა და 1 ლიტრი უცხიმო რძის, იოგურტის ან კეფირისგან. 7 დღეში შესაძლებელია 4-4,5 კგ მოცილება.
დიეტიდან ნელ-ნელა უნდა გამოხვიდეთ: რაციონში სხვა პროდუქტები თანდათანობით უნდა შეიყვანოთ, 2-3 კვირის განმავლობაში ვახშამი ჩაანაცვლეთ 1 ბანანით.
გაითვალისწინეთ: ეს დიეტა რეკომენდირებული არ არის მათთვის, ვისაც დიაბეტი, ვენების ვარიკოზული დაავადება და მეტეორიზმი აწუხებს.