ნუ გადაყრით ამ ხილის ქერქს: იგი ეხმარება ფსორიაზის დროს, აცილებს მეჭეჭებს და ათეთრებს კბილებს!

ნუ გადაყრით ამ ხილის ქერქს: იგი ეხმარება ფსორიაზის დროს, აცილებს მეჭეჭებს და ათეთრებს კბილებს!
კვლევების თანახმად, 2 ბანანს შეუძლია 90-წუთიანი ინტენსიური ვარჯიშისთვის ენერგიით მომარაგება. აი, რატომაა ბანანი უამრავი სპორტსმენის საყვარელი ხილი.

ყველამ ვიცით, რომ ეს ტროპიკული ხილი მდიდარია ჯანსაღი საკვები ნივთიერებებით და მას უამრავი უპირატესობა აქვს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მაგრამ იცით თუ არა, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ბანანის ქერქი კანის პრობლემების სამკურნალოდ, გაითეთროთ კბილები, ან შეიმსუბუქოთ ფსორიაზის სიმპტომები?

''Fpaparazzi''-ის რედაქციამ თავი მოუყარა ბანანის ქერქის 5 საოცარ თვისებას, რომლებზეც ალბათ არ გსმენიათ.


ბანანის ქერქი კბილების გათეთრებისთვის

თუ კბილების გათეთრება გსურთ ყოველგვარი ძვირად ღირებული პროცედურების გარეშე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბანანის ქერქი. უბრალოდ, ყოველდღიურად, 5 წუთის განმავლობაში მოუსვით კბილებზე ბანანის ქერქი. შესანიშნავ შედეგს უკვე 1 კვირის შემდეგ მიიღებთ.

მეჭეჭების მოცილება

აიღეთ ბანანის ქერქის პატარა ნაწილი და დაიდეთ მეჭეჭზე, დაიმაგრეთ და გაიჩერეთ მთელი ღამით. ან შეგიძლიათ ქერქის შიდა მხარე მოუსვათ დაზიანებულ კანზე.

ნაოჭები და გამონაყარი

ბანანის ქერქი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და სიბერის საწინააღმდეგო სხვა თვისებებით, რომლებიც შესანიშნავად უხდება კანს და მის დატენიანებას. ასე რომ, თუ ანთებისა და გაღიზიანების მოცილება გსურთ, წაისვით ბანანის ქერქი დაზიანებულ კანზე, გაიმეორეთ ეს პროცესი ყოველი ძილის წინ, სანამ არ გათავისუფლდებით გამონაყარისა და ნაოჭებისგან.

ფსორიაზის მკურნალობა

ფსორიაზის სიმპტომების შესამსუბუქებლად, მოისვით ბანანის ქერი დაზიანებულ ადგილებზე, გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2-ჯერ.

ბანანის ქერქი ანალგეტიკის სახით


ბანანის ქერქი შესანიშნავად მუშაობს როგორც ანალგეტიკი. ასე რომ, მტკივან სხეულის ნაწილზე უნდა მოისვათ ბანანის ქერქი.

ზედმეტი წონის მოსაცილებლად

ბანანი მდიდარია კალიუმით, მაგრამ ბანანის ქერქი ამ მინერალს კიდევ უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს. ყველამ ვიცით, რომ სხეული საჭიროებს კალიუმს, თუ სწრაფად წონაში დაკლება გვსურს, რადგან იგი ამაღლებს მეტაბოლიზმს.