მოთუშული კომბოსტო ხორცითა და სოკოთი

მოთუშული კომბოსტო ხორცითა და სოკოთი
Facepaparazzi - ი მოთუშული კომბოსტოს ახალ ინტეპრეტაციას გთავაზობთ. აუცილებლად სცადეთ, ასე მომზადებული ეს კერძი ძალიან მოგეწონებათ.

საჭირო მასალა:
ნიორი-10გ
  • კომბოსტო- 1 თავი
  • ხორცი- 500გ
  • სტაფილო-100გ
  • დაჭრილი ხახვი- 100გ
  • ქამა სოკო-200გ
  • ტომატი-300მგ
  • ნიორი-10გ
  • მარილი, პილპილი და სუნელები გემოვნებით
მარილი, პილპილი და სუნელები გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ხორცი დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად, დააწყვეთ ტაფაზე და შეწვით. როდესაც თითქმის მზად იქნება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ხახვი.
2. როდესაც ბოსტნეული მოითუშება, დაუმატეთ სოკო და რამდენიმე წუთით კიდევ გააჩერეთ ცეცხლზე, დაუმატეთ მარილი, პილპილი და სუნელები, შემდეგ კი ძალიან წვრილად დაჭრილი კომბოსტო.
3. ცეცხლზე დატოვეთ მანამ, სანამ კომბოსტო არ დარბილდება. ბოლოს დაუმატეთ კუბებად დაჭრილი პომიდორი და ნიორი. თუშეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ გადმოდგით.

გემრიელად მიირთვით!