ქამა სოკოსთან მოთუშული ქათამი

ქამა სოკოსთან მოთუშული ქათამი
Facepaparazzi - ი საკმაოდ დაბალკალორიული კერძს რეცეპტს გთავაზობთ. 100გ პროდუქტი შეიცავს მხოლოდ 98 კკ-იას.

საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე- 1კგ
  • ქამა სოკო-8 ცალი
  • იოგურტი- 100გ
  • ყველი-150გ
  • ნიორი-10
  • ოხრახუში- გემოვნებით
  • მარილი და პილპილი გემოვნებით


მომზადების წესი:

1. ქათმის ფილე დაჭერით კუბებად, ხოლო სოკო თხლად.
2. ფილე და სოკო ჩაყარეთ ქვაბში ან ტაფაზე, დაახურეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ.
3. მოამზადეთ სოუსი: ნიორი დაჭყლიტეთ, დაამატეთ გახეხილი ყველი, წვრილად დაჭრილი კამა და მოასხით იოგურტი. სურვილისამებრ დაუმატეთ სუნელები და მარილი. კარგად აურიეთ.
4. ამასობაში ხორცი და სოკო უკვე მზად იქნება. გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, დაასხით მზა სოუსი და მოთუშეთ 10 წუთით დაბალ ცეცხლზე.

გემრიელად მიირთვით!