ტორტის ცხობის საუკეთესო ვარიანტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ ყველა გააოცოთ თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით

ტორტის ცხობის საუკეთესო ვარიანტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ ყველა გააოცოთ თქვენი კულინარიული შესაძლებლობებით
ეს ტორტი იმ დესერტთა შორისაა, რომელიც აუცილებლად გამოგივათ და შანსი იმისა, რომ უგემური გამოვიდეს, პრაქტიკულად არ არსებობს.

საჭირო მასალა ცომისთვის:

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 5 კვერცხი
  • 1 ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • ვანილი


საჭირო მასალა კრემისთვის:

  • 1 კვერცხი
  • 1 ჭიქა რძე
  • 2.5 ს.კ ფქვილი
  • ½ ჭიქა შაქარი
  • 50 გ კარაქი


საჭირო მასალა მოსართავად:

  • 50 გ კარაქი
  • 4 ს.კ შაქარი
  • 4 ს.კ არაჟანი
  • 3 ს.კ კაკაო
  • ვანილი


მომზადების წესი:
  1. კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ.
  2. საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი ან მარგარინი
  3. შედგით ფორმა ღუმელში და აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე ერთი საათის განმავლობაში.
  4. მოამზადეთ კრემი! ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი, დაუმატეთ ვანილი, რძე და ფქვილი. კარგად აურიეთ და დაბალ ცეცხლზე დადგით. ურიეთ მანამ, სანამ არ გასქელდება.
  5. როდესაც კრემი მზად იქნება, გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ კარაქი და კარგად მოურიეთ. კრემი კარგად გააცივეთ.
  6. სანამ ბისკვიტი გამოცხვება, მინანქრის გაკეთებასაც მოასწრებთ. პატარა ჯამში მოათავსეთ კარაქის ნაჭერი და დადგით დაბალ ცეცხლზე დასადნობად.
  7. დაუმატეთ კაკაო, შაქარი, ვანილი და არაჟანი. ურიეთ და ცეცხლზე დატოვეთ მანამ, სანამ შაქარი არ დადნება.
  8. როდესაც ბისკვიტი გამოცხვება, გაჭერით შუაში. მის ერთ ნაწილზე სრულად გაანაწილეთ მიღებული კრემი და დააფარეთ მეორე ნაწილი. ზემოდან წაუსვით მინანქარი და სასურველი 3 საათის განმავლობაში მაცივარშ შედგათ.

გემრიელად მიირთვით