ვაშლის ღვეზელი მოხარშული კრემით- არომატული და ძალიან გემრიელი
ეს ღვეზელი განსაკუთრებით გემრიელი ახალი ვაშლით გამოდის, ამიტომ გირჩევთ აუცილებლად სცადოთ. მოხარშული კრემი კი მას უნაზესსა და ფაფუკს ხდის.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- ფქვილი- 360გ
- შაქარი- 250გ
- კარაქი- 180გ
- მარილი-1 მწიკვი
- სახამებელი- 2ს.კ
- კვერცხი- 2ცალი
- არაჟანი- 2ს.კ
- გამაფხვიერებელი- 0,5 ჩ.კ
- რძე- 350გ
- ვანილი- 1 მწიკვი
- თავდაპირველად მოზილეთ ცომი- ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. შემდეგ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი დაუმატეთ. დაამატეთ 1 კვერცხი, 100გ შაქარი, არაჟანი და მოზილეთ ცომი. შემდეგ კი შედგით მაცივარში.
- მოამზადეთ ცომი: 1 კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ ვანილი და სახამებელი. დაასხით რძე და დადგით ცეცხლზე. როგორც კი ადუღდება მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.
- ვაშლს მოაშორეთ კურკები და კანი. დაჭერით თხელ ნაჭრებად
- ცომი გაყავით 2 ნაწილად. 1/3 გამოიყენეთ გასაფორმებლად, ხოლო დანარჩენი ბისკვიტის გამოსაცხობად.
- ცომის ძირითადი ნაწილი გააბრტყელეთ და მოათავსეთ სასურველი ზომის საცხობ ფორმაში.
- დააწყვეთ ზემოდან ვაშლები და მოასხით კრემი. დარჩენილი ცომით სასურველი ფორმებით მორთეთ ღვეზელი.
- ღვეზელი შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 50 წუთით.