თაფლის ნამცხვარი ხილითა და არაჟნის სოუსით

თაფლის ნამცხვარი ხილითა და არაჟნის სოუსით
Facepaparazzi-ი გთავაზობთ უგემრიელესი ნამცხვრის რეცეპტს, რომელსაც ძალიან არომატული გემო აქვს და ამასთან, სასარგებლოა.

საჭირო მასალა:
ცომისთვის:
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ.კ გამაფხვიერებელი
  • 80 გ ზეითუნის ზეთი
  • 2ს.კ შაქარი
  • 1 კვერცხი


გულსართისთვის:
  • 500გ ხაჭო
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 2კვერცხი
  • 1 ს.კ მანანის ბურღული
  • 100გ არაჟანი
  • ვანილი

ხილი:
  • 2 ბანანი
  • 3 ატამი ან ვაშლი

სოუსი:
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • შაქარი გემოვნებით


მომზადების წესი:
1. ფქვილი აურიეთ გამაფხვიერებელში და დაუმატეთ გამდნარი კარაქი. მოზილეთ ცომი. გაახვიეთ ცელოფანში და შედეთ მაცივარში 30 წუთით.
2. გულსართისთვის აურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში, მანამ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ
3. ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და მოათავსეთ საცხობ ფორმაში. ზემოდან მოასხით ხაჭოს მასა, მოაწყვეთ ხილი და აცხვეთ 40-50 წუთის განმავლობაში. აცადეთ გაცივება და დაჭერით.
გემრიელად მიირთვით