ქაშაყი ხიზილალის ქურქში - ცნობილი სალათას სადღესასწაულო ვერსია

ქაშაყი ხიზილალის ქურქში - ცნობილი სალათას სადღესასწაულო ვერსია
fpaparazzi ყველასათვის საყვარელი და ნაცნობი სალათას განსხვავებული, ე.წ. სამეფო ვერსიას გთვაზობთ. ღირს მისი საახალწლოდ მომზადება!

საჭირო მასალა:

  • წითელი ხიზილალა 2 ს/კ
  • ქაშაყი 1 ცალი
  • კარტოფილი 2 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • მაიონეზი 3 ს/კ
  • ოხრახუში
  • მარილი და პილპილი გემოვნებით


მომზადების წესი:


1. კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი მოხარშეთ.
2. გაარჩიერთ ქაშაყის ფილე და დატოვეთ ფილე.
3. გაშლილ თეფშზე დადეთ სერვისის რგოლი და მასში ააწყვეთ სალათა ფენებად:
4. მსხვილად გახეხილი კარტოფილი, ზემოდან ბადისებურად დაასხით მაიონეზი.
5. მეორე ფენა პატარა ნაჭრებად დაჭრილი ქაშაყი, კვლავ მაიონეზი.
6. მესამე ფენა წვრილად გახეხილი სტაფილო, შემდეგ გახეხილი კვერცხი, მარილი და პილპილი.
7. ზემოდან მოასხით მაიონეზი და დაადეთ წითელი ხიზილალა.
8. 15 წუთში მოხსენით სერვისის რგოლი.

გემრიელად მიირთვით!