სალათა „სამეფო“ - გემო, რომელიც ამართლებს სახელწოდებას!
fpaparazzi-ი საოცარი კერძის რეცეპტს გთავაზობთ. შესანიშნავი ალტერნატივაა ყველასათვის ცნობილი სალათა „შუბის“.
საჭირო მასალა:
მომზადება:
1. მოხარშეთ ბოსტნეული კანიანად. გააცივეთ. გაფცქვენით.
2. კვერცხი მოხარშეთ მაგრად. გაფცქვენით და გააცალკევეთ გული და ცილა.
3. დაჭერით ყველა ინგრედიენტი და მოათავსეთ სასალათეში ფენებად (ყველა ფენას წაუსვით მაიონეზი): ჯერ დაჭრილი კარტოფილი, მარილი, მაიონეზი.
4. სურვილისამებრ, შემდეგი ფენა შეგიძლიათ იყოს წვრილად დაჭრილი ხახვი, რომელიც წინასწარ დამარინადებული გექნებათ 200-300 მლ ცივ წყალში არეულ 1 ს/კ შაქარი და 1 ს/კ ძმრის მარინადში.
5. შემდეგი ფენა იქნება წვრილ კუბიკებად დაჭრილი მოხარშული ჭარხალი, მარილი და კვლავ მაიონეზეი.
6. შემდეგი ფენა - კუბიკებად დაჭრილი კვერცხის გული, მაიონეზი.
7. შემდეგი ფენა - წვრილად დაჭრილი შავი ქლიავის ჩირი (წინასწარ დამდუღრული).
8. შემდეგი ფენა - პატარა კუბიკებად დაჭრილი კვერცხის ცილა, მაიონეზი.
9. ბოლოს წვრილად დაჭერით ნიგოზი და მოაყარეთ სალათას.
10. მზა სალათა მოათავსეთ 1-2 საათით მაცივარში.
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- ჭარხალი 1 ცალი
- კარტოფილი 3 ცალი
- შავი ქლიავი 100 გ
- კვერცხი 4 ცალი
- ნიგოზი 100 გ
- მაიონეზი
- მარილი