ყველაზე გემრიელი და საახალწლო დესერტი - მანდარინის პანაკოტა
fpaparazzi მსუბუქი, არომატული და საოცრად გემრიელი დესერტის რეცეპტს გიზიარებთ და გირჩევთ, გაალამაზოთ ამ ტკბილეულით სადღესასწაულო სუფრა.
საჭირო მასალა:
პანა-კოტასთვის:
ჟელესთვის:
მომზადების წესი:
1. ჟელატინი დაალბეთ 3 ს/კ ცივ წყალში, ჟელესთვის კი ცალკე - 2-3 ს/კ წყალში 10-10 წუთით.
2. ნაღები და იოგურტი ათქვიფეთ ერთად, დ აუმატეთ მანდარინის წვენი, შაქარი და ვანილის შაქარი.
3. დადგით ცეცხლზე და შეათბეთ შაქრის გადნობამდე (არ მიიყვანოთ ადუღებამდე), გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ ჟელატინი (პანა-კოტასთვის) და კარგად აურიეთ.
4. გაწურეთ და ჩამოასხით ფორმებში ან ბოკლებში.
5. მოათავსეთ მაცივარში მასის გამაგრებამდე, დაახლოებით 1 საათით.
6. მანდარინის წვენს შეურიეთ შაქარი, დადგით ცეცხლე და ურიეთ, სანამ შაქარი არ გადნება.
7. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ჟელატინი. კარგად აურიეთ და გააგრილეთ.
8. მაცივრიდან გამოიღეთ გაცივებული პანა-კოტა, ზემოდან მოაწყვეთ მანდარინის რბილობები, დაასხით ჟელე და კვლავ შედგით მაცივარში გამაგრებამდე.
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
პანა-კოტასთვის:
- 200 მლ 33 %-იანი ნაღები
- 200 მლ ნატურალური იოგურტი
- 200 მლ მანდარინის წვენი
- 150 გ (შეიძლება მეტი, ან ნაკლები გემოვნებით) შაქარი
- 1 შეკვრა ვანილის შაქარი
- 10 გ სწრაფად ხსნადი ჟელატინი
ჟელესთვის:
- 0,5 ჭიქა მანდარინის რბილობი
- 150 მლ მანდარინის წვენი
- 2-3 ს/კ შაქარი
- 1 ჩ/კ ჟელატინი