ვაიპი - დამღუპველი მოდა ახალგაზდებში! შეიძლება თქვენი ბავშვებიც მისდევენ ამ მიმდინარეობას

ვაიპი - დამღუპველი მოდა ახალგაზდებში! შეიძლება თქვენი ბავშვებიც მისდევენ ამ მიმდინარეობას
ვაიპინგი - ელექტრო სიგარეტი, რომელიც შედგება ინჰალატორიანი მუნდშტუკისა, ატომაიზერის, სითხის ამაორთქლებელი აკუმულატორის ან ბატარეების ბლოკისგან. მისი მწარმოებლები ირწმუნებიან , რომ ეს არის ყოვლად უსაფრთხო რამ, რომელიც ნიკოტინის შემცვლელად გამოიყენება.



მეცნიერები კი ამბობენ, რომ ჯერ კიდევ უცნობია ელექტრო სიგარეტის გვერდითი მოვლენები. ამ სტატიაში გაგაცნობთ, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ელექტრო სიგარეტს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ვაიპერები არ ეწევიან, ისინი აორთქლებენ - ასეთია მოზარდი თაობის ლოზუნგი. ახალგაზრდები არწმუნებენ მშობლებს და ახლობლებს, რომ ელექტრო სიგარეტი ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს და ამავდროულად მოდური თავშესაქცევია.



ვაიპ-ბარების რაოდენობა დღითიდღე მატულობს, სადაც შეჯიბრება ელექტრო სიგარეტის "გაბოლებაში" ტარდება. მაგალითად, ვინც უფრო ლამაზი ღრუბლის გაკეთებას შესძლებს ორთქლისაგან ან სულაც რაიმე ორიგინალურ ორნამენტს ამოუშვებს ფილტვებიდან, გამარჯვებასაც ის მოიპოვებს.



როდესაც სიგარეტის მავნებლობის შესახებ საუბრობენ, მხედველობაში ნიკოტინი აქვთ. თუმცა ნებისმიერი ქიმიკოსი გეტყვით, რომ მეტად მავნებელი არის მინარევები და არა თვითონ ნიკოტინი. რა დამოკიდებულებას იწვევს ელექტრო სიგარეტი, ამას თავად მომხმარებელიც მიხვდება.

ასევე გამოიკვლიეს სპეციალისტებმა, თუ რა ტოქსიკური ნივთიერბები გამოიყოფა ელექტრო სიგარეტის მოხმარებისას. ინჰალატორის მუშაობისას გამოყოფილი ორთქლი საკმაოდ მავნე ნივთიერებებს შეიცავს, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის სასუნთქ გზებს.



ორთქლი 31 სახეობის მავნე შენართს შეიცავს. ერთ-ერთი მათგანია პროპილენი და გლიციდოლი, რომლებიც საკმაოდ ძლიერი კანცეროგენებია.

ორთქლში პროპილენგლიკოლის და გლიცერინის შემცველობა ხელს უწყობს აკროლეინის და ფორმალიდეჰიდის წარმოქმნას, რომლებიც ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებებია..

აკროლეინი აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარსს და სუსნთქ გზებს. იწვევს ცრემლდენას, ასევე გამოირჩევა მუტაგენური თვისებებით. ფორმალდეჰიდი კი მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.



ყოველივე ეს იწვევს მძიმე ფორმის ბრონქიტს ან მიყავს ადამიანი ფილტვების სერიოზული დაავადებებისაკენ. თუ ფიქრობთ, რომ ელექტრო სიგარეტის მოწევით თქვენ სიგარეტის თერაპიას გადიხართ, ძალიან ცდებით.



ევროპულ ქვეყნებში ელექტრო სიგარეტის მოხმარებაზე უკვე უარი განაცხადეს. მისი მწარმოებლები ვითომ მოწევის საწინააღმდეგო კამპანიას აყალიბებენ ვაიპ-ბარების გახსნის თვალსაზრისით, მაგრამ უდავოა - ეს მხოლოდ მარკეტინგია და სხვა არაფერი.

აუხსენით ბავშვებს, რომ მოდა გადამდებია, ხოლო ჯანმრთელობის დაბრუნება კი ძალიან რთული!