5 გზა, თუ როგორ დავანებოთ თავი მოწევას

5 გზა, თუ როგორ დავანებოთ თავი მოწევას
მოწევა ცუდი და მავნე ჩვევაა ჩვენი ჯანმრთელობისათვის . მისი თავიდან მოშორება, არც ისე მარტივია. ცნობისთვის, ყოველწლიურად გამოდის ახალი უფრო და უფრო დახვეწილი, სრულყოფილი მეთოდები, რომლაბიც დაგვეხმარებიან მავნე ჩვევის მოშორებაში. Fpaparazzi.com თქვენთვის გამოყო და ამოარჩია საუკეთესო საშუალებები ამ პრობლემის გადასაჭრელად:

ელექტრო სიგარეტი.

ელექტრო სიგარეტი წარმოადგენს ძალიან კარგ და მარტივ მეთოდს მოწევისათვის თავის დასანებებლად, თუმცა სამწუხაროდ ის ეფექტურია მხოლოდ მათთვის, ვინც პასიური მწეველია.
ელექტრო სიგარეტში თამბაქოს მაგივრად მოთავსებულია კატრიჯები, რომელიც შეიცავს სპეციალურ სითხეს. მისი მოწევის შემდეგ ორგანიზმში ხვდება 1.2 დან 5 გრამამდე ნიკოტინი. რა თქმა უნდა, არც ელექტრო სიგარეტია სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისათვის, თუმცა იგი წარმოადგენს ინგალატორს, რომელიც გვეხმარება მოწევის იმიტირებაში, თუმცა განსხვავება ისაა, რომ უაბრავი მავნე ნივთიერება, როგორებიცაა: ციანიდი, მხუთავი აირი, ფორმალდეჰიდი და სხვა ამგვარი კონცენტრატები არ ხვდებიან ჩვენს ორგანიზმში.

ნიკოტინის პლასტიკატები.

ნიკოტინის პლასტიკატები არაჩვეულებრივ საშუალებას წარმოადგენენ სიგარეტის მოყვარულთათვის. (იგულისხმება 10 ღერი დღეში). ამ პლასტიკატების მეშვეობით, რომელსაც დავიკრავთ სხეულზე, ორგანიზმში ხვდება ნიკოტინი, თუმცა კანის გავლით. ასე მწეველებს უკმაყოფილდებათ ნიკოტინის მიღების სურვილი და შესაბამისად არ უნდებათ სიგარეტის მოწევა. ეს მეთოდი, დრო და დრო, საერთოდ აქრობს ნიკოტინის მიღების სურვილს და გვეხმარება მოწევაზე თავის დანებებაში.

ინგალატორი.

ეს მეთოდი ეფექტურია პასიური მწეველებისათვის, ვინც ეწევა მხოლოდ მაშინ, როდესაც უსაქრმუროდაა ან იმყოფება სამეგობრო წრეში. ინგალატორში მოთავსებულია სუფთა ნიკოტინის კაფსულა, რომელიც ჰაერის ურთიერთქმედებით ბოლავს და ორგანიზმში ხვდება სუფთა კვამლი. დრო და დრო ამ მოწყობილობის მეშვეობით თქვენ მარტივად შეძლებთ მოიშოროთ მავნე ჩვევა.

ნიკოტინის სპრეი.

ეს მეთოდი ეფექტურია აქტიური მწელებისათვის. თუ არ გიშველათ არც ნიკოტინის პსატიკატებმა, არც ინგალატორებმა, მაშინ აუცილებლად უნდა სცადოთ ნიკოტინის სპრეი. მისი ყოველი შესხურებისას, ორგანიზმში ხვდება ნიკოტინი, რომელიც სასწრაფოდ მიეწოდება ტვინსა და გულს, რის შედეგადაც გვიქრება სიგარეტის მოწევის სურვილი.

საღეჭი რეზინი.

საღეჭი რეზინი ეფექტურია მათთვის, ვისაც ეშინია წონის მომატების, მოწევაზე თავის დანებების შემდეგ. მისი ღეჭვისას, ორგანიზმში თავისუფლდება 2დან 4 გრამამდე ნიკოტინი, რაც მეტნაკლებად გვიკლავს მოწების სურვილს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ეფექტის მისაღბად საჭიროა ღეჭოთ კევი 30 წუთის მანძილზე.