თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო უებარი წამალი. სცადეთ!
მქონდა თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. ძალიან მაწუხებდა ტკივილები, ბევრნაირი წამალი მივიღე, დროებით მიუმჯობესდებოდა მდგომარეობა, მაგრამ მალე ისევ მიმწვავდებოდა დაავადება. შარშან, გაზაფხულზე, ფიტოთერაპიის წიგნში წავაწყდი რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მოვამზადე წყლულის საწინააღმდეგო წამალი. იგი უებარი გამოდგა ჩემთვის - მას შემდეგ დაავადება აღარ გამწვავებია. რეცეპტი ასეთია:
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
თანაბარი რაოდენობის თაფლი, შავი ღვინო და ნახევარი წილი ალოეს წვენი ჩაასხით მინის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავი და დადგით ბნელ ადგილას 3 დღე. შემდეგ მიიღეთ თითო ღვინის ჭიქა 3 - ჯერ დღეში ჭამამდე. ნარევი შეინახეთ ბნელ ადგილას.
ჩავიტარე ორკვირიანი კურსი. შემდეგ შემოდგომაზე ერთი კურსი კიდევ გავიმეორე. ამჟამად თავს მშვენივრად ვგრძნობ. სცადეთ, თქვენც გიშველით.
ექიმის კომენტარი:
თაფლის უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ არაერთხელ გვითქვამს. რეცეპტში შემავალი კიდევ ორი კომპონენტი - შავი ღვინო და ალოეც კარგადაა ნაცნობი ჩვენი მკითხველისთვის. ისინი ისეთ ბიოაქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური თვისებებით ხასიათდება. მათი კომბინირებული ეფექტი არაერთ ხალხურ რეცეპტშია გამოყენებული.
ინგრედიენტები:
- თაფლი
- შავი ღვინო
- ნახევარი წილი ალოეს წვენი